ენიგმა (მუსიკალური პროექტი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ენიგმა (Enigma) — ელექტრონული მუსიკალური პროექტი, რომლის დამაარსებლები არიან მიხაელ კრეტუ, დევიდ ფაირშტაინი და ფრენკ პეტერსონი. კრეტუ არის როგორც პროდიუსერი, ასევე პროექტის სიმღერების მთავარი კომპოზიტორი. მისი ყოფილი მეუღლე, სანდრა, მღერის პროექტის ბევრ კომპოზიციაში. თავის დროზე ამ დუეტმა სანდრას სოლო ალბომებზეც იმუშავა. პროექტის სამ ალბომში იენს გადი გიტარაზე უკრავს.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ენიგმა. |
სწრაფი ფაქტები ენიგმა, ბიოგრაფია ...
ენიგმა | |
---|---|
![]() პროექტის ლოგო | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა |
რუმინეთი ავსტრია გერმანია |
ჟანრ(ებ)ი |
|
აქტიური | 1990–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები | მიხაელ კრეტუ |
ყოფილი წევრები | |
საიტი | enigmaspace.com |
დახურვა
პროექტის სახელით გამოიცა ექვსი სტუდიური დისკი. ენიგმა პირველი ჯგუფია, რომელმაც გამოიყენა სინთეზირებული ინსტრუმენტი შაკუჰაჩი და გრეგორიანული ქორალების სინთეზირებული ვერსიები (ალბომი MCMXC a.D.).