მოკავშირეების შეჭრა სიცილიაში
From Wikipedia, the free encyclopedia
მოკავშირეების შეჭრა სიცილიაში (ასევე ცნობილი როგორც სიცილიის ოპერაცია, სიცილიის კამპანია და ოპერაცია „ჰასკი“) — მეორე მსოფლიო ომის კამპანია, სადაც მოკავშირეებმა დაიკავეს კუნძული სიცილია. ის დაიწყო საზღვაო შეჭრით და საჰაერო ოპერაციებით, რასაც მოჰყვა ექვს კვირიანი სახმელეთო ბრძოლა და იტალიის კამპანია.
ოპერაცია „ჰასკი“ | |||
---|---|---|---|
იტალიის კამპანიის და მეორე მსოფლიო ომის ნაწილი | |||
სიცილიაში შეჭრის მომართულებები და სამიზნეები | |||
თარიღი | 1943 წლის 9 ივლისი — 1943 წლის 17 აგვისტო | ||
მდებარეობა | იტალია, სიცილია | ||
შედეგი |
მოკავშირეების გამარჯვება
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
მოკავშირეების შეჭრა სიცილიაში ვიკისაწყობში |
ოპერაცია „ჰასკი“ დაიწყო 1943 წლის 9 ივლისს, შუაღამეს და დასრულდა 17 აგვისტოს. სტრატეგიულად, ოპერაციამ მიაღწია ყველა იმ მიზანს რაც მოკავშირეებმა მისი დაგეგმვისას დაისახეს; მოკავშირეებმა კუნძულიდან გააძევეს ღერძის საჰაერო, სახმელეთო და საძღვაო ძალები, ხმელთაშუა ზღვა პირველად გაიხსნა მოკავშირეების სავაჭრო გემებისთვის 1941 წლის შემდეგ, იტალიელი ლიდერი ბენიტო მუსოლინი ჩამოშორდა ქვეყნის მართველობას, გაიხსნა გზა იტალიაში შეჭრისაკენ, ადოლფ ჰიტლერმა შეწყვიტა კურსკში თავდასხმა ერთი კვირის შემდეგ, რათა ძალები იტალიაში გაეგზავნა.[11] გერმანელმა ჯარისკაცებმა ყველა იტალიელ ჯარისკაცს ჩამოართვეს აღჭურვილობა და მათი ადგილი დაიკავეს.[12]