From Wikipedia, the free encyclopedia
ღერძის სახელმწიფოები, ასევე ფაშისტური ქვეყნების ალიანსი — იმ ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც მოკავშირეთა წინააღმდეგ გამოდიოდნენ მეორე მსოფლიო ომში. ღერძის სამი წამყვანი ძალა იყო ნაცისტური გერმანია, იაპონიის იმპერია და ფაშისტური იტალია. ეს სამი ქვეყანა საკუთარ ალიანსს „რომი-ბერლინი-ტოკიოს ღერძს“ უწოდებდა. საკუთარი ძლიერების ზენიტში ღერძის სახელმწიფოები მართავდნენ იმპერიებს, რომლებიც დომინირებდნენ ევროპის, აზიის, აფრიკისა და წყნარი ოკეანის დიდ ნაწილზე, მაგრამ მეორე მსოფლიო ომი მათი ტოტალური დამარცხებით დასრულდა. ისევე როგორც მოკავშირეების, ღერძის წევრობა ცვალებადი იყო – ზოგიერთი ქვეყანა თავდაპირველად მათ შეუერთდა, თუმცა ომის მსვლელობის პერიოდში მოკავშირეთა მხარეზე გადავიდა.
ძირითადი ბირთვი (სამმაგი პაქტის ხელმომწერი ქვეყნები):
მეორეხარისხოვანი წევრები (ქვეყნები, რომლებიც მოგვიანებით შუერთდნენ სამმაგ პაქტს):
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.