From Wikipedia, the free encyclopedia
ვიშის რეჟიმი (ფრანგ. Régime de Vichy), ვიშის საფრანგეთი ან ვიშის მთავრობა — 1940 წლის აგვისტოდან 1944 წლამდე არსებული საფრანგეთის მთავრობა. ვიშის რეჟიმის წინ არსებობდა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა, ხოლო მის შემდგომ იყო დროებითი მთავრობა. ვიშის რეჟიმის შექმნას წინ უძღოდა მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთის მარცხი ნაცისტურ გერმანიასთან. ახლად შექმნილ სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა მარშალი ანრი ფილიპ პეტენი.
საფრანგეთის სახელმწიფო État français | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დევიზი "Travail, Famille, Patrie" | |||||||||
ჰიმნი La Marseillaise | |||||||||
| |||||||||
დედაქალაქი | ვიში (დე-ფაქტო) პარიზი (დე-იურე) ზიგმარინგენი (1944-1945) | ||||||||
ენა | ფრანგული | ||||||||
ფულის ერთეული | ფრანკი | ||||||||
მმართველობის ფორმა | ავტორიტარული სახელმწიფო | ||||||||
ვიშის რეჟიმი ვერ აკონტროლებდა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ვინაიდან ეს ტერიტორია გერმანულ ვერმახტს ჰქონდა დაკავებული. რეჟიმის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი ვიში. პეტენი და ვიშის რეჟიმის წარმომადგენლები, თანამშრომლობდნენ გერმანელებთან. აქაც ისევე ხორციელდებოდა ებრაელების დევნა როგორც გერმანულების მიერ დაპყრობილ სხვა ტერიტოირებზე.
რამდენიმე წილის შემდეგ, შარლ დე გოლმა ვიშის რეჟიმის არალეგიტიმურობის საკითხი დააყენა. მოკავშირეების მიერ საფრანგეთში შეჭრის და ოპერაცია ოვერლორდის წარმატებით გახორციელების შემდეგ, შარ დე გოლი გახდა საფრანგეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი. 1944 წელს გათავისუფლდა პარიზი. მოკავშირეების მიერ შარ დე გოლის მთავრობა ლეგიტიმურად იქნა აღიარებული.
პეტენის მთავრობა გადავიდა გერმანიაში და 1945 წლის აპრილამდე დევნილი მთავრობის სტატუს ატარებდა. მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების გამარჯვების შემდეგ, ვიშის რეჟიმის წარმომადგენლების უმრავლესობას დახვრეტა მიესაჯა, ანალოგიური ბედი ელოდა პეტენსაც. მას წაუყენეს სამშობლოს ღალატის ბრალდება, თუმცა მოგვიანებით დახვრეტა სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.