![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/10/United_Nations_Fight_for_Freedom_poster.jpg/640px-United_Nations_Fight_for_Freedom_poster.jpg&w=640&q=50)
მოკავშირეები მეორე მსოფლიო ომში
From Wikipedia, the free encyclopedia
მოკავშირეები მეორე მსოფლიო ომში (საბჭოთა ისტორიოგრაფიაში გამოიყენებოდა ტერმინი ანტიჰიტლერული კოალიცია, მეორე მსოფლიო ომის დროს ასევე გამოიყენებოდა ტერმინი გაერთიანებული ერები) — სახელმწიფოების გაერთიანება, რომლებიც იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს 1939-1945 წლებში, გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/10/United_Nations_Fight_for_Freedom_poster.jpg/640px-United_Nations_Fight_for_Freedom_poster.jpg)
ომის წლებში კოალიციის სინონიმი გახდა „გაერთიანებული ერები“. აღნიშნული ტერმინი ეკუთვნის აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს, რომელმაც იგი გამოიყენა 1941 წლის დეკემბერში, ხოლო 1942 წლის 1 იანვარს მიღებულ გაერთიანებული ერების დეკლარაციაში ოფიციალურად აისახა. კოალიციის გავლენა ომისა და ომის შემდგომ პერიოდში საკმაოდ დიდი იყო. მის ბაზაზე დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
დიდმა სამეულმა: გაერთიანებული სამეფო, საბჭოთა კავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩამოაყალიბეს დიდი ალიანსი, რომელმაც განაპირობა მოკავშირეების გამარჯვება.[1][2][3] გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ის შორის უკვე არსებობდა განსაკუთრებული ურთიერთობები. ალიანსმა ფორმალური სახე მიიღო გაერთიანებული ერების დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ 1942 წლის 1 იანვარს.