![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d8/Mediterranean_Sea_political_map-en.svg/langka-640px-Mediterranean_Sea_political_map-en.svg.png&w=640&q=50)
ხმელთაშუა ზღვა
ზღვა / From Wikipedia, the free encyclopedia
ხმელთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანის აუზის ნაწილია და თითქმის მთლიანად ხმელეთითაა შემოსაზღვრული ჩრდილოეთიდან ევროპით, სამხრეთიდან აფრიკით, ხოლო აღმოსავლეთიდან კი აზიით. მისი ფართობია დაახ. 2,5 მილიონი კმ². ოკეანოლოგიაში მისი ალტერნატიული სახელებია ევროაფრიკული ხმელთაშუა ზღვა ან ევროპის ხმელთაშუა ზღვა სხვა ხმელეთშორისი ზღვებისგან განსასხვავებლად.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხმელთაშუა ზღვები. |
სწრაფი ფაქტები ხმელთაშუა ზღვა, ზოგადი ინფორმაცია ...
ხმელთაშუა ზღვა | |
---|---|
![]() | |
ხმელთაშუა ზღვის სატელიტური გამოსახულება | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ოკეანის აუზი | ატლანტის ოკეანე |
ტიპი | ხმელთაშუა |
ფართობი | 2 500 000 კმ² |
მოცულობა | 3 750 ათ. კმ³ |
უდიდესი სიღრმე | 5 267 მ |
კუნძული | >3 300 |
ნავსადგური | მარსელი, ბარსელონა, ვალენსია, ნეაპოლი, მალაგა, თელ-ავივი, ალექსანდრია, ათენი, ტრიპოლი |
დახურვა
უძველესი დროიდან ხმელთაშუა ზღვა დატვირთული სატრანსპორტო მაგისტრალი იყო, რაც საშუალებას აძლევდა რეგიონის ამომავალ ერებს - ეგვიპტელებს, ბერძნებს, რომაელებსა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს სავაჭრო და კულტურული გაცვლები ეწარმოებინათ. ხმელთაშუა ზღვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციის დაბადებისა და განვითარების მიზეზთა შეცნობაში.