სიცილია
From Wikipedia, the free encyclopedia
სიცილია (იტალ. Sicilia) — ყველაზე დიდი კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, იტალიის ავტონომიური რეგიონი (Regione Autonoma Siciliana).
იტალიის ავტონომიური რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
სიცილია Sicilia | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
ადმ. ცენტრი | პალერმო | ||||
შიდა დაყოფა | აგრიჯენტოს პროვინცია, კალტანისეტის პროვინცია, კატანიის პროვინცია, ენის პროვინცია, მესინის პროვინცია, პალერმოს პროვინცია, რაგუზის პროვინცია, სირაკუზის პროვინცია და ტრაპანის პროვინცია | ||||
კოორდინატები | 37°35′59″ ჩ. გ. 14°00′55″ ა. გ. | ||||
მმართველი | Renato Schifani | ||||
დაარსდა | 15 მაისი, 1946 | ||||
ფართობი | 25 711 კმ² | ||||
მოსახლეობა | 5 048 806 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 196,4 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | იტალიელები 98% | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | regione.sicilia.it | ||||
რეგიონის შემადგენლობაში შედის აგრეთვე რამდენიმე მცირე კუნძული. ვულკანი ეტნა ყველაზე დიდია ევროპაში (3.323 მ). უკანასკნელად იგი 1971 წელს ამოიფრქვა.
სიცილიას მდიდარი და უნიკალური კულტურა გააჩნია, განსაკუთრებით ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა, სამზარეულო, არქიტექტურა და ენა. სიცილიური ეკონომიკა დივერსიფიცირევულია. მნიშვნელოვანია აგრარული სექტორი, განსაკუთრებით მეხილოება (ძირითადად ფორთოხალი და ლიმონი), ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის წარმოება, მევენეხეობა-მეღვინეობა. კუნძულისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანია ტურიზმი და უძრავი ქონება. სიცილიაზე მდებარეობს უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული და უძველესი ძეგლები, რომელთა შორისაა პანტალიკის ნეკროპოლისი, ტაძრების ხეობა და სელუნინტი.