From Wikipedia, the free encyclopedia
„კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან“ (ინგლ. The Other Boleyn Girl) — 2008 წლის ისტორიული, რომანტიკული დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია ჯასტინ ჩედვიკი. პიტერ მორგანის მიერ დაწერილი სცენარი დაფუძნებულია ფილიპა გრეგორის ამავე სახელწოდების რომანზე. ის წარმოაჩენს მე-16 საუკუნის დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის ცხოვრებას, ასევე არისტოკრატი დები ბოლეონების ურთიერთობას, რომელთაგანაც უფროსი მერი ჰენრი VIII-ის საყვარელი იყო, ხოლო ანა მეფის მეორე ცოლი და ინგლისის უბედური დედოფალი. ფილმში ისტორიული ფაქტების დიდი ნაწილი არასწორადაა გადმოცემული.
„კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან The Other Boleyn Girl“ | |
---|---|
რეჟისორი | ჯასტინ ჩედვიკი |
პროდიუსერი | ელისონ ოუვენი |
სცენარის ავტორი | პიტერ მორგანი |
ეფუძნება | ფილიპა გრეგორი — „კიდევ ერთი გოგონა ბოლეინის გვარიდან“ |
როლებში |
|
კომპოზიტორი | პოლ კანტელონი |
ოპერატორი | კირენ მაკგუგანი |
მონტაჟი |
|
სტუდია |
|
დისტრიბუტორი |
|
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 115 წუთი |
ქვეყანა | |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 35 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 77,713,866 აშშ დოლარი[1] |
ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა კენტში, ინგლისში. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2008 წლის 7-17 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.[2][3] ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 35 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო შემოსავალმა 77 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ფილმს წილად ხვდა შერეული შეფასებები კინოკრიტიკოსებისაგან. საერთო განხილვის საიტებზე Rotten Tomatoes და Metacritic ფილმის მთლიანი რეიტინგია 42% (140 მიმოხილვაზე დაყრდნობით)[4] და 50/100 (34 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[5] 2008 წლის 10 ივნისს ფილმი გამოვიდა Blu-ray და DVD ფორმატებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.