კავიტე
From Wikipedia, the free encyclopedia
კავიტე (ოფიციალურად კავიტეს პროვინცია; ტაგალ. Lalawigan ng Kabite) ― ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს კალაბარსონის რეგიონში ლუსონზე. პროვინცია მანილის ყურის სამხრეთ ნაპირებზე მდებარეობს, ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან სამხრეთ-დასავლეთით. კავიტე ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიალიზებული და სწრაფად მზარდი პროვინციაა. 2020 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 4 344 829 ადამიანს შეადგენს და ფილიპინების ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პროვინციაა, თუკი სებუს პროვინციის შემადგენლობაში დამოუკიდებელი ქალაქი სებუ არ ჩაითვლება.
კავიტე | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
შიდა დაყოფა | ბაკოორი, კავიტე (ქალაქი), დასმარინიასი, Imus, ტაგაიტაი, ტრესე-მარტირესი, ალფონსო (კავიტე), ამადეო (კავიტე), კარმონა (კავიტე), ხენერალ-ემილიო-აგინალდო (კავიტე), ხენერალ-მარიანო-ალვარესი (კავიტე), General Trias, Indang, კავიტი (კავიტე), მაგალიანესი (კავიტე), მარაგონდონი, მენდესი (კავიტე), ნაიკი (კავიტე), ნოველეტა, როსარიო (კავიტე), სილანგი (კავიტე), ტანსა და ტერნატე (კავიტე) | ||
კოორდინატები | 14°16′00″ ჩ. გ. 120°52′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Juanito Victor C. Remulla | ||
დაარსდა | 1614 | ||
ფართობი | 1574.17 კმ² | ||
მოსახლეობა | 4 344 829 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 46 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.cavite.gov.ph/ | ||
პროვინციის დე ფაქტო დედაქალაქი ტრესე-მარტირესია, ხოლო ოფიციალური დე იურე დედაქალაქი იმუსია.
300 წლის მანძილზე პროვინციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც ქვეყნის კოლონიური მმართველოს, ისე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდშიც, რის გამოც მას ხშირად „ფილიპინების ისტორიულ დედაქალაქსაც“ უწოდებენ. ფილიპინების დამოუკიდებლობის დეკლარაციას 1898 წლის 12 ივნისს კავიტში მოეწერა ხელი. ძველი პროვინციული დედაქალაქი, კავიტე, აზიასა და ლათინურ ამერიკას შორის ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა.
კავიტეს დასავლეთით სამხრეთ ჩინეთის ზღვაა გადაჭიმული. აღმოსავლეთიდან ლაგუნის პროვინცია ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ― ეროვნული დედაქალაქის რეგიონი, ხოლო სამხრეთიდან ― ბატანგასი.