ბატანგასის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბატანგასის პროვინცია (ტაგალ. Lalawigan ng Batangas) ― ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს კალაბარსონის რეგიონში, ლუსონზე. პროვინციის დედაქალაქია ბატანგასი. ჩრდილოეთიდან კავიტე და ლაგუნის პროვინცია ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთიდან ― კესონი. ბატანგასი სამხრეთით მინდოროსგან კუნძულ ვერდის გასასვლელითაა გამოყოფილი, ხოლო დასავლეთით დასავლეთ ფილიპინის ზღვა მდებარეობს. ხშირად ბატანგასს ძველი სახელწოდებით, კუმინტანგით მოიხსენიებენ.
ბატანგასი ტაგალ. Batangas | |||
| |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
---|---|---|---|
შიდა დაყოფა | ბატანგასი, ლიპა, Tanauan, აგონსილიო, ალიტაგტატი, ბალაიანი, ბალეტე, ბაუანი, კალაკა, კალატაგანი, კუენკა (ბატანგასი), იბაანი, ლაურელი (ბატანგასი), ლემერი (ბატანგასი), ლიანი (ბატანგასი), ლობო (ბატანგასი), მაბინი (ბატანგასი), მალვარი, მატაასნაკაოი, ნასუგბუ, პადრე-გარსია, როსარიო (ბატანგასი), სან-ხოსე (ბატანგასი), სან-ხუანი (ბატანგასი), სან-ლუისი (ბატანგასი), სან-ნიკოლასი (ბატანგასი), სან-პასკუალი (ბატანგასი), სანტა-ტერესიტა (ბატანგასი), სანტო-ტომასი, ტაალი (ბატანგასი), ტალისაი (ბატანგასი), ტაისანი, ტინგლოი და ტუი (ბატანგასი) | ||
კოორდინატები | 13°50′00″ ჩ. გ. 121°00′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Hermilando Mandanas | ||
დაარსდა | 1581 | ||
ფართობი | 3119.75 კმ² | ||
მოსახლეობა | 2 908 494 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | ფილიპინების სტანდარტული დრო | ||
სატელეფონო კოდი | 43 | ||
საფოსტო ინდექსი | 4200–4234 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.batangas.gov.ph | ||
ბატანგასი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია. პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს ცნობილი ვუკანი ტაალი და ქალაქი ტაალი, რომელშიც XIX საუკუნის დროინდელი შენობა-ნაგებობებია შემორჩენილი. პროვინცია პლაჟებითა და წყალქვეშ ყვინთვისთვის ადგილებითაა გამორჩეული, მათ შორისაა: ანილაო (მაბინი), კუნძული სომბრერო (ტინგლოი) და ლიგპო (ბაუანი), სამპაგიტას პლაჟი (ბაუანი), მატაბუნგკაი (ლიანი), პუნტა-ფუეგო (ნასუგბუ) და კალატაგანი და ლაიია (სან-ხუანი (სან-ხუანი).
პროვინციის დედაქალაქ ბატანგასში ფილიპინების მასშტაბით მეორე უდიდესი საერთაშორისო საზღვაო პორტი მდებარეობს (ეროვნული დედაქალაქის რეგიონის შემდეგ). ბატანგასი რეგიონის სამრეწველო ცენტრია. ქალაქი ლიპა პროვინციის მასშტაბით პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.