![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Iss047e099713_lrg_Manila.jpg/640px-Iss047e099713_lrg_Manila.jpg&w=640&q=50)
ეროვნული დედაქალაქის რეგიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
მანილის რეგიონული აგლომერაცია (ტაგ: Kalakhang Maynila; ოფიციალურად ეროვნული დედაქალაქის რეგიონი) — სამიდან ერთ-ერთი რეგიონული აგლომერაცია ფილიპინებში. შედგება 16 ქალაქისგან: მანილა, კესონი, კალოოკანი, ლას-პინიასი, მაკატი, მალაბონი, მანდალუიონგი, მარიკინა, მუნტინლუპა, ნავოტასი, პარანიაკე, პასაი, პასიგი, სან-ხუანი, ტაგიგი და ვალენსუელა და 1 დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტის, პატეროსისგან. რეგიონის ფართობი 619.57 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 12 877 253 ადამიანს შეადგენს. ეროვნული დედაქალაქის რეგიონი ფილიპინების რეგიონებს შორის მეორე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მე-9 ადგილზეა აზიის რეგიონულ აგლომერაციებს შორის.
ეროვნული დედაქალაქის რეგიონი | ||
![]() | ||
ქვეყანა |
![]() | |
---|---|---|
ადმ. ცენტრი | მანილა | |
შიდა დაყოფა | კალოოკანი[1] , ლას-პინიასი[2] , მაკატი[2] , მალაბონი[1] , Mandaluyong[3] , მანილა[4] , მარიკინა[3] , მუნტინლუპა[2] , ნავოტასი[1] , პარანიაკე[2] , პასაი[2] , პასიგი[3] , პატეროსი[2] , კესონ-სიტი[3] , სან-ხუანი (მანილა)[3] , ტაგიგი[2] და ვალენსუელა (მანილა)[1] | |
კოორდინატები | 14°35′00″ ჩ. გ. 121°00′00″ ა. გ. | |
დაარსდა | 7 ნოემბერი, 1975 | |
ფართობი | 611.39 კმ² | |
მოსახლეობა | 13 484 462 (1 მაისი, 2020)[5] | |
სასაათო სარტყელი | UTC+8 | |
სატელეფონო კოდი | 2 | |
ოფიციალური საიტი | https://mmda.gov.ph | |
| ||
რეგიონული ფილიპინების კულტურული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამთავრობო ცენტრის ფუნქციას ასრულებს. როგორც გლობალური ქალაქი, ეროვნული დედაქალაქის რეგიონი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კომერციის, ფინანსების, მედიის, ხელოვნების, მოდის, კვლევის, ტექნოლოგიების, განათლებისა და გასართობ სფეროებზე ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. რეგიონულ აგლომერაციაში ფილიპინების ყველა საელჩოა განთავსებული და ქვეყანაში საერთაშორისო დიპლომატიის ცენტრიდ ფუნქციას ასრულებს. ფილიპინების მთლიანი შიდა პროდუქტის 37.2% ეროვნული დედაქალაქის რეგიონზე მოდის.[6]
ეროვნული დედაქალაქის რეგიონი დაარსდა 1975 წელს 824-ე საპრეზიდენტო დეკრეტის საფუძველზე და მიზნად ისახავდა პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრის შექმნასა და მოსახლეობის მდგრად განვითარებას.[7] მანილის პროვინცია, რეგიონის წინამორბედი, ერთ-ერთი იყო იმ 8 პროვინციას შორის, რომლებიც XIX საუკუნის ბოლოს ფილიპინებში ესპანური მმართველობის წინააღმდეგ აჯანყდნენ. ფილიპინების რევოლუციაში მანილის როლი ფილიპინების დროშაზეცაა ასახული, რომელზეც მზის რვა სხივი აჯანყებული პროვინციების სიმბოლოა.