From Wikipedia, the free encyclopedia
მანილა — ფილიპინების დედაქალაქი. მანილა არის ერთ-ერთი იმ თექვსმეტი ქალაქიდან, რომლებიც შეადგენენ ფილიპინების დედაქალაქის რეგიონს. მანილაში მდებარეობს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ოფისები. 2012 წელს გლობალიზაციის და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელმა მანილას მსოფლიო ქალაქის წოდება მიანიჭა.[5]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მანილა Lungsod ng Maynila | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
შიდა დაყოფა | 6 ოლქი | ||||
კოორდინატები | 14°35′00″ ჩ. გ. 120°58′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ჯოზეფ ესტრადა[1] | ||||
დაარსდა | 24 ივნისი, 1571 | ||||
ფართობი | 38.55[2][3] კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 16.0 მ | ||||
მოსახლეობა | 1,652,171 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 42,858 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 22,710,000[4] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 0900 - 1096 | ||||
ოფიციალური საიტი | manila.gov.ph | ||||
ქალაქი მდებარეობს მანილას ყურის აღმოსავლეთ სანაპიროზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით 1,652,171 მოსახლით[6] მანილა ფილიპინებში სიდიდით მეორე და კვადრატულ კილომეტრზე 42,857 ადამიანით ის მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.[7]
მანილა იყოფა ექვს საკანონმდებლო ოლქად და თექვსმეტ რაიონად.
მანილას შესახებ უძველესი წერილობითი წყარო თარიღდება X საუკუნით. ის მოხსენებულია ლაგუნას სპილენძის წარწერაში, სადაც აღწერილია მელაიუს (მანილას სამეფო) და მატარამის სამეფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა. მანილას ჰქონდა უპირატესი სავაჭრო ურთიერთობა მინის დინასტიასთან. მოგვიანებით ქალაქი გახდა მაჯაპაჰიტის პროვინცია. ფილიპინებზე ბრუნეის იმპერიის შეჭრის შემდეგ ის დაიპყრო სულთანმა ბოლკიაჰმა და უწოდა „მაინილა“ რომელიც საწარმოებია Scyphiphora hydrophyllacea-ს ბუჩქის ტაგალური სახელი „ნილა“-დან, მანამდე ქალაქის სახელი იყო სელუდონგი.
XV საუკუნემდე მანილა იყო მუსლიმანური, შემდეგ ის მექსიკელმა კონკისტადორებმა გააქრისსტისანეს. მექსიკელენბმა რეგიონს დაარქვეს Nuevo Reiono de Castilla (კასტილიის ახალი სამეფო) და მაინილას სახელი შეამოკლეს თანამედროვე ვარიანტად - მანილა.
მანილა გარდაიქმნა ესპანეთის ოსტ-ინდოეთის ცენტრად. ის გახდა ლათინური ამერიკის და აზიის სავაჭრო გზის საკვანძო ქალაქი.[8] მისი მოსახერხებელი მდებარეობის გამო მანილამ „აღმოსავლეთის მარგალიტის“ ზედმეტსახელი მიიღო. შემდგომ პერიოდში ხელისუფლება გადადიოდა ადგილობრივი აჯანყებულების, ბრიტანელი ოკუპანტების და აჯანყებული სიფაები ხელში.[9] 1896-1898 წლებში მანილა მოიცვა ფილიპინების აჯანყებამ, ხოლო 1998 წელს ესპანეთ-ამერიკის ომის შემდეგ ის მოექცა ამერიკული იმპერიალიზმის ქვეშ. ქალაქის ურბანული დაგეგმარება გაკეთებულია ამერიკული მმართველობის დროს.[10] მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკა დაეხმა მანილას ინფრასტრუქტურის განვითარებაში.[11] ქალაქი მას შემდეგ განუხრელად იზრდება.
მანილა დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:[12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.