From Wikipedia, the free encyclopedia
მარიკინა (ოფიციალურად ქალაქი მარიკინა; ტაგ: Lungsod ng Marikina) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, ეროვნული დედაქალაქის რეგიონში. 2015 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 450 741 ადამიანია.
მარიკინა | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
---|---|---|
შიდა დაყოფა | Barangka[1] , Calumpang[1] , Concepcion Uno[1] , Concepcion Dos[1] , Fortune[1] , Industrial Valley[1] , Jesus de la Peña[1] , Malanday[1] , Marikina Heights[1] , Nangka[1] , Parang[1] , San Roque[1] , Santa Elena[1] , Santo Niño[1] , Tañong[1] და Tumana[1] | |
კოორდინატები | 14°39′00″ ჩ. გ. 121°06′00″ ა. გ. | |
მმართველი | Del de Guzman | |
დაარსდა | 16 აპრილი, 1630 | |
ფართობი | 21.52 კმ² | |
მოსახლეობა | 456 059 (1 მაისი, 2020)[2] | |
სატელეფონო კოდი | 02 | |
საფოსტო ინდექსი | 1800–1811[3] და 1820[3] | |
ოფიციალური საიტი | https://www.marikina.gov.ph/ | |
| ||
მარიკინა მდებარეობს ეროვნული დედაქალაქის რეგიონის აღმოსავლეთ საზღვართან. ქალაქი რისალისა და კესონის პროვინციებს შორისაა მოქცეული. დასავლეთით ქალაქი კესონი ესაზღვრება, სამხრეთით — პასიგი და საინტა, ჩრდილოეთით — სან-მატეო, ხოლო აღმოსავლეთით — ანტიპოლო, რისალის პროვინციის დედაქალაქი.
ქალაქი 1630 წელს იეზუიტთა ორდენის წევრებმა მარიკინინის ნაყოფიერ ველებზე დააარსეს. მარიკინა ფილიპინების რევოლუციის დროს ფილიპინების პირველი რესპუბლიკის დროს მანილის პროვინციის პროვინციული დედაქალაქი იყო.[4] ამერიკული ოკუპაციის პერიოდში მარიკინა რისალის პროვინციის მუნიციპალიტეტი იყო. 1975 წელს კი ეროვნული დედაქალაქის რეგიონს მიეკუთვნა. ყოფილი სასოფლო დასახლება დღეისთვის ძირითადად საცხოვრებელი და ინდუსტრიული, კომერციული ქალაქი გახდა. მარიკინა ფილიპინებში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადგილობრივ მმართველობით ერთეულს წარმოადგენს.[5]
მარიკინაში განვითარებული ფეხსაცმლის ინდუსტრია და „ფილიპინების ფეხსაცმლის დედაქალაქის“ სახელითაც იცნობენ. ფილიპინებში წარმოებული ფეხსაცმლის 70% სწორედ მარიკინაზე მოდის.[6][7] ქალაქში მდებარეობს ფილიპინების ფეხსაცმლის საერთაშორისო ცენტრი და ფეხსაცმლის მუზეუმი, სადაც ყოფილი პირველი ლედის, ფილიპინელი დიქტატორის, ფერდინანდ მარკოსის მეუღლის, იმელდა მარკოსის ფეხსაცმლის კოლექციაცაა დაცული.[8]
მარიკინა ანტიპოლოს რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
ქალაქის სახელწოდებასთან დაკავშირებით ჩანაწერები არ არსებობს. სამაგიეროდ, მარიკინის ბარიოების მცხოვრებლებს შორის ქალაქის სახელწოდებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ლეგენდა არსებობს:[9] ერთი ვერსიით, ხესუს დე ლა პენას ტაძრის ერთ-ერთი მშენებელი ახალგაზრდა მღვდელი მარიკინა იყო, რომელიც ამ ადგილებში ბავშვებს ნათლავდა. ქალაქს სახელი მის პატივსაცემად ეწოდა. მეორე ვერსიით, ესპანელთა ჩამოსვლამდე ქალაქში ლამაზი, თავაზიანი და ინტელიგენტი ქალი მარია კუინა ცხოვრობდა. ბიზნეს ნიჭის გამო ის მდიდარი ქალი გახდა და ქველმოქმედებას მიჰყო ხელი. საბოლოოდ ის მთელ მანილაში გახდა ცნობილი. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ესპანეთში, ბისკაიას პროვინციაში მდებარეობს ქალაქი მარიქინა-ხემეინი. ქალაქი მდინარე ჩარმანგის გასწვრივ მდებარეობს. სწორედ აქედან იყვნენ იეზუიტთა ორდენის ის წევრები, რომლებმაც ფილიპინებში ხესუს დე ლა პენას ტაძარი ააგეს. ქალაქს სახელი მათი წარმოშობის ადგილის პატივსაცემად უწოდეს. ხოლო 1901 წელს კომისარმა ტავერამ დასახელებაში ქ კ-თი შეცვალა. მუნიციპალური მთავრობის საპატიმროს ჩანაწერების მიხედვით, 1787 წელს ქალაქ მარიკიტ-ნა ეწოდებოდა, ხოლო შემდეგში მარიკინა ეწოდა. ტრინიდად პარდო დე ტავერას მიხედვით, ქალაქს სახელი ეწოდა კაპიტან ფელიქს ბერენგურ დე მარკინას პატივსაცემად.
მარიკინა მდებარეობს იმავე სახელწოდების ველზე, რომელიც სამხრეთით ქალაქ პასიგისა და საინტასკენაა გადაჭიმული. აღმოსავლეთით სიერა-მადრეს მთები მდებარეობს, ხოლო დასავლეთით — ქალაქ კესონის ბორცვები. ქალაქის შუა-დასავლეთ ნაწილს მდინარე მარიკინა მიუყვება ნანგკის შენაკადით. მარიკინის მთლიანი ფართობი 21.5 კმ²-ია (დაახლოებით 2150 ჰექტარი). მარიკინას ეროვნული დედაქალაქის რეგიონის 3.42% უკავია. დღეისთვის ქალაქი 16 ბარანგაისგან შედგება. ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი ბარანგაიები ფორტიუნი, კონსეპსიონ უნო და მარიკინას სიმაღლეებია.[10]
ქალაქის სამხრეთი ნაწილი კომერციული, ინდუსტრიული და საცხოვრებელი სივრცეებისგან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და შერეული გამოყენების ზონებისგან შედგება, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი უმეტესწილად საცხოვრებელ და ინდუსტრიულ ზონებსა და მცირე და საშუალო ბიზნეს სივრცეებს მოიცავს. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ლიოლას დიდი ვილები, სადაც მაღალი-საშუალო კლასის თემი ცხოვრობს და მდიდართა საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენს. წმინდა ელენას ბარანგაის პობლაკიონის სტატუსი აქვს. დღეისთვის, ქალაქის 38% საცხოვრებელ, 19% — კომერციულ და ინდუსტრიულ, 17% — გზებს, 8% — შერეული გამოყენების სივრცეებს, 18% კი პარკებს, ღია სივრცეებს, სასამართლოებსა და სხვ. სივრცეებს უკავია.[11]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.