From Wikipedia, the free encyclopedia
ლას-პინიასი (ოფიციალურად ქალაქი ლას-პინიასი; ტაგალ. Lungsod ng Las Piñas) ― პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ეროვნული დედაქალაქის რეგიონში. 2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 606 293 ადამიანს შეადგენს.
ლას-პინიასი ტაგალ. Lungsod ng Las Piñas ინგლ. City of Las Piñas | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
შიდა დაყოფა | Almanza Uno[1] , Almanza Dos[1] , BF International Village[1] , Daniel Fajardo[1] , Elias Aldana[1] , Ilaya[1] , Manuyo Uno[1] , Manuyo Dos[1] , Pamplona Uno[1] , Pamplona Dos[1] , Pamplona Tres[1] , Pilar[1] , Pulanglupa Uno[1] , Pulanglupa Dos[1] , Talon Uno[1] , Talon Dos[1] , Talon Tres[1] , Talon Kuatro[1] , Talon Singko[1] და Zapote[1] |
კოორდინატები | 14°27′00″ ჩ. გ. 120°59′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1762 |
ფართობი | 32.69 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 25 მეტრი |
მოსახლეობა | 606 293 (1 მაისი, 2020)[2] |
სატელეფონო კოდი | 02 |
საფოსტო ინდექსი | 1740–1752 |
ოფიციალური საიტი | https://www.laspinascity.gov.ph/ |
ფილიპინების MoneySense-მა, 2008 წლისთვის ლას-პინიასი მეექვსე ადგილზე დაასახელა ფილიპინების „საუკეთესო საცხოვრებელ ადგილებს“ შორის. ქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორისაა: ევიას სავაჭო ცენტრი, ლას-პინიასი-პარანიაკეს კრიტიკული ჰაბიტატისა და ეკოტურიზმის ტერიტორია და სხვ.
ქალაქის სახელწოდების წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, კავიტელ და ბატანგასელ ვაჭრებს piñas (ესპანურად ანანასები) გასაყიდად ჯერ ქალაქში ჩაჰქონდათ, სანამ მახლობელ ბაზრებში დაანაწილებდნენ. კიდევ ერთი ვერსიით, ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს „Las Peñas“-დან, რაც კლდეებს ნიშნავს და ქალაქის შენობებისა და ხიდების ამგებ ქვებსა და ადობს უკავშირდება. წმინდა იოსებ დამწინდველის ტაძრის ძველ ზარზე გაკეთებულია წარწერა: „Siendo cura del pueblo de Laspeñas el M.R.P. Padre Diego Cera se fundió este equilón año de 1820“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჯერ კიდევ დიეგო სერას, ქალაქის პირველი მღვდლის დროს, ქალაქს „Las Peñas“ ეწოდებოდა, რომელიც დროთა განმავლობაში ლას-პინიასად გადაკეთდა.[3]
ლას-პინიასი მანილის ყურის ნაპირებზე მეთევზეთა ერთ-ერთული უძველესი დასახლება იყო. იგი მანილის პროვინციად 1762 ან 1797 წელს გამოცხადდა. ესპანელის ისტორიკოსების, აგუსტინისა[4] და ხუან დე მედინას[5] ცნობებით, პროვინცია 1762 წელს შეიქმნა. ლას-პინიასს წარსულში ლას-პილასს უწოდებდნენ, რადგანაც პარანიაკეს ტომებს შორის კონფლიქტების გამო გამოეყო. მეორე მხრივ, მანუელ ბუსეტას ცნობებით, ლას-პინიასი 1797 წელს დაფუძნდა.[6] ქალაქის პირველი gobernadorcillo ფელის ტიმბანგი იყო, ხოლო ქალაქ ლას-პინიასის პირველი მუნიციპალური პრეზიდენტი მარიანო ორტისი გახდა.[7]
ლას-პინიასის ტაძარი 1824 წელს დიეგო სერას ხელმძღვანელობით აშენდა. 1880 წელს ქალაქი ქოლერის ეპიდემიამ მოიცვა. წლების შემდეგ, ფილიპინების რევოლუციის დროს ლას-პინიასი ესპანელებსა და ფილიპინელებს შორის ბრძოლის ველად იქცა.[8] 1896 წელს ქალაქი გენერალმა ემილიო აგინალდომ დაიკავა და ქალაქი ფილიპინების რევოლუციის მთავარ საომარ თეატრად იქცა. მეორე მსოფლიო ომის დროს ლას-პინიასი იაპონიის საიმპერატორო არმიამ დაიკავა. ომის დასასრულს, ქალაქი ამერიკელთა და ფილიპინელთა გაერთიანებულმა ძალებმა გაათავისუფლეს.
1901 წელს ლას-პინიასის მუნიციპალიტეტი მანილას გამოეყო და ფილიპინების კომიის №137 აქტის საფუძელზე ახლადშექმნილი რისალის პროვინციის შემადგენლობაში შევიდა. ორი წლის შემდეგ, №942 აქტის საფუძველზე ქალაქი პარანიაკეს შეუერთდა. ფილიპინების კომისიის №1625 აქტის საფუძველზე, 1907 წლის 27 მარტს ლას-პინიასი პარანიაკეს გამოეყო და კვლავ დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი გახდა. 1975 წლის 7 ნოემბერს, №824 საპრეზიდენტო დეკრეტის თანახმად, ლას-პინიასი რისალის პროვინციას გამოეყო და ეროვნული დედაქალაქის რეგიონს მიეკუთვნა.
1980-იან წლლებსი სანაპირო გზატკეცილის მშენებლობამ ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი. დღეისთვის ლას-პინიასი კალაბარსონისკენ გასასვლელს წარმოადგენს.[8]
1997 წლის 12 თებერვალს, პრეზიდენტ ფიდელ რამოსმა ხელი მოაწერა ინიციატივას ლას-პინიასის ქალაქად გარდაქმნის შესახებ. ერთი თვის შემდეგ ჩატარებულ პლებისციტში მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ლას-პინიასისთვის ქალაქის სტატუსი მინიჭებას მხარი დაუჭირა. 1997 წლის 26 მარტს ლას-პინიასი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის მე-10 ქალაქი გახდა.[9] 2021 წლისთვის ქალაქის მერი იმედლა აგილარია, ხოლო ვიცე-მერი აპრილ ტ. აგილარ-ნერი.
ლას-პინიასს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან პარანიაკე ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ― მუნტინლუპა, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ― ბაკოორი, ჩრდილო-დასავლეთიდან ― მანილის ყურე. ქალაქის ტერიტორიის ნახევარი საცხოვრებელ ნაწილს უკავია, დარჩენილი ნაწილი კი კომერციული, სამრეწველო და ინსტიტუციური დანიშნულებით გამოიყენება. თანამედროვე ლას-პინიასის ფიზიოგეოგრაფია სამ ზონას მოიცავს: მანილის ყურეს, სანაპირო საზღვრებს და გვადალუპეს პლატოს.
ლას-პინიასი 20 ბარანგაიდ იყოფა, რომლებიც ორ საკანონმდებლო რაიონად ჯგუფდება. პირველი რაიონი ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს მოიცავს, ხოლო მეორე რაიონი ― დარჩენილ ნახევარს.
ლას-პინიასის მოსახლეობის მშობლიური ენა ტაგალური ენაა. მოსახლეობის უმრავლესობას ინგლისური ენაც ესმის.
მოსახლეობის უმრავლესობა რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. ლას-პინიასის კათოლიკური მონასტრები პარანიაკეს ეპარქიის იურისდიქციის ქვეშაა. სხვა რელიგიურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან პროტესტანტული კონფესიები, იეჰოვას მოწმეები, ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები, მეშვიდე დღის ადვენტისტები, ინდუისტები, ბუდისტები და მუსლიმები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.