From Wikipedia, the free encyclopedia
სებუ (ოფიციალურად ქალაქი სებუ; სებ: Dakbayan sa Sugbo; ტაგ: Lungsod ng Cebu; ესპ: Ciudad de Cebu) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქეი კუნძულ სებუზე, ცენტრალური ვისაიასის რეგიონში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, მისი მოსახლეობა 922 611 ადამიანს უდრის და ფილიპინებში მე-5, ხოლო ვისაიასის რეგიონში ყველაზე დასახლებული ქაალქია.
სებუ ცენტრალური ვისაიასის რეგიონული და სებუს პროვინციის სამთავრობო ცენტრია, თუმცა პროვინციისგან დამოუკიებლად იმართება. ქალაქი ვისაიასის რეგიონში კომერციის, სავაჭრო და საგანმანათლებლო ცენტრია. სებუ ფილიპინების მთავარი შიდა საზღვაო საპორტო ქალაქია, სადაც ქვეყნის ადგილობრივი გადამზიდი კომპანიების 80% ახორციელებს ოპერაციებს.
ქალაქი კუნძულ სებუს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი სებუს აგლომერაციის ცენტრია, რომელშიც ქალაქები: კარკარი, დანაო, ლაპუ-ლაპუ, მანდაუე, ნაგა და ტალისაი და მუნიციპალიტეტები: კომპოსტელა, კონსოლაციონი, კორდოვა, ლილოანი, მინგლანილა და სან-ფერნანდო შედის. 2015 წლის აღწერით, სებუს აგლომერაციის მოსახლეობის რაოდენობა 2 849 213 ადამიანია, რითიც მოსახლეობის რაოდენობით ფილიპინებში უდიდესი აგლომერაციაა ეროვნული დედაქალაქის რეგიონის შემდეგ.[2]
სებუ ქვეყნის უძველესი ქალაქია. ის ესპანელთა პირველი დასახლება და ფილიპინების პირველი დედაქალაქი იყო. დღეისთვის ფილიპინების „მეორე ქალაქია“. მიიჩნეავა შორეულ აღმოსავლეთში ქრისტიანობის დაბადების ადგილად.[3][4][5][6]
სებუს ჩრდილოეთიდან ბალამბანი და დანაო, დასავლეთიდან — ტოლედო, აღმოსავლეთიდან — ლაპუ-ლაპუ, მანდაუე, კონსოლაციონი, კომპოსტელა და ლილოანი, ხოლო სამხრეთით — ტალისაი ესაზღვრება. სებუ სამჯერ მოხვდა Condé Nast Traveler-ის სიაში, 2016, 2017 და 2019 წლებში.
სახელწოდება „სებუ“ წარმოდგება სებუანური ენიდან: sibu ან sibo, რაც ვაჭრობას ნიშნავს და sinibuayng hingpit-ის შემოკლებული ვერსია („სავაჭრო ადგილი“). ქალაქს ანტიკურ ეპოქაში სუგბუ ეწოდებოდა და სახელწოდებაც ამ ქალაქის ნავსადგურის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. XIII-XVI საუკუნეებში ვაჭრები ქალაქს სებუს, სიბიუს, ზუბუსა და ზებუსაც უწოდებდნენ.[7] სუგბუ ან სიგბო ძველი სებუანური ენიდან წარმოდგება და „დიდ ცეცხლს“ ნიშნავს.[8][9]
ესპანელთა ჩასვლამდე სებუ სებუს რაჯანატის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც რაჯამუდა ლუმაიამ, ჩოლას დინასტიის ნახევრად მალაიზიელმა, ნახევრად ტამილმა პრინცმა დააარსა. მაჰარაჯამ იგი საექსპედიციო ძალების ბაზის დასაარსებლად გაგზავნა, თუმა იგი აჯანყდა და საკუთარი დამოუკიდებელი რაჯანატი დააფუძნა.[10] 1521 წელს პორტუგალიელი მკვლევრის, ფერნანდო მაგელანის ჩამოსვლის შემდეგ ესპანელთა კოლონიზაციის პერიოდი იწყება.[11][12]
სებუს ფართობი 315 კმ²-ია. ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მანდაუე და კონსოლაციონი, დასავლეთით — ტოლედო, ბალამბანი და ასტურიასი, სამხრეთით კი — ტალისაი და მინგლანილა მდებარეობს. სებუ ქალაქ ლაპუ-ლაპუსგან მაკტანის სრუტითაა გამოყოფილი, ხოლო აღმოსავლეთით სებუს სრუტე კუნძულ ბოჰოლისგან გამოჰყოფს.
ქალაქი 80 ბარანგაისგან შედგება. ისინი ორ საკნონმდებლო რაიონში ერთიანდება: ჩრდილოეთი რაიონი 46 ბარანგაის, ხოლო სამხრეთი რაიონი 34 ბარანგაის მოიცავს.[13][14][15][16] ყველაზე დასახლებული ბარანგაიებია: გვადალუპე (>61 000), ლაჰუგი (>38 000) და ტისა (>37 000).
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით სებუ ტროპიკული მუსონური კლიმატის სარტყელში მდებარეობს. ქალაქში ხანგრძლივი წვიმიანი სეზონი და მოკლე მშრალი სეზონია, რომელიც მხოლოდ მარტიდან აპრილამდე გრძელდება. საშუალო ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში მცირედ იცვლება. საშუალო დღიური ტემპერატურა 27-29 °C-ია. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი კი 1 700 მმ-ს უდრის.
2007 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 799 762 ადამიანი იყო. 2010 წლისთვის მოსახლეობამ 866 171 ადამიანი შეადგინა. უახლესი აღწერით ([[2015) ქალაქის მოსახლეობა 922 611 ადამიანს გაუტოლდა. 2010 წლის აღწერით, ქალაქის უმრავლესობას სებუანური ეთნიკური ჯგუფი წარმოადგენს.[17] ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანული აღმსარებლობისაა. რელიგიურ უმცირესობებს შორის არიან ისლამის, ინდუიზმისა და ბუდიზმის მიმდევრები. ქალაქში მდებარეობს სებუს ტაოისტური ტაძარი.
|archiveurl=
და |archive-url=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate=
და |archive-date=
(დახმარება)Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.