From Wikipedia, the free encyclopedia
თოში — ფხვიერი ღრუბლოვანი ყინულის ბელტი,[1] რომელიც ჩნდება შემოდგომაზე წყლის სიღრმეში (სიღრმითი თოში) ან მის ზედაპირზე (ზედაპირული თოში) წყალსატევის გაძგიფვამდე. ყალიბდება სიღრმული თოშის კრისტალებისა და ძგიფისაგან.[2]
წარმოიქმნება გაძგიფვამდე წყლის 0 °С-ზე დაბლა გადამეტცივების შედეგად უმეტესწილად მთისა და ჭორომიან მდინარეებზე, ყინულღრუს ქვემოთებსა და ჰიდროკვანძების ქვედა ბიეფებში, იშვიათად — ვაკე-მდინარეებსა და ტბებზე. თოში, დინების მიმართულებით მოძრაობისას იკავებს დიდ ფართობს, ავსებს ნაკადის ცოცხალ კვეთს, რითაც წარმოიქმნება თოშხერგილი.[3]
წყალსაღების ფილტრებისა და ჰიდროელექტროსადგურების გისოსების ღიობის გაჭედვის გამო ძნელდება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ექსპლუატაცია. ყინულსაფრის ქვეშ თოშის დაგროვება თოშმავალ მდინარეებზე აღწევს 3–8 მ-ს, ხოლო დაგროვების ფორიანობა მერყეობს 70-იდან 40 %-მდე.[3] თოში საქართველოს მრავალ მდინარეს ახასიათებს.
თოშის მატარებელი აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები, გარდა იმისა, რომ რაოდეობრივად მეტნი არიან დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, თოშის გაჩენის სიხშირითაც ძლიერ სჭარბობენ მათ. განსაკუთრებით მკვეთრი კონტრასტი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებს შორის ვლინდება თოშიან დღეთა რაოდენობაში. ასევე მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები თოშიანი წლების განმეორების სიხშირითაც. საქართველოში თავის დროზე, თოშის გამო ძლიერ გაძნელებული იყო ზამთრის პერიოდში მაგალითად ჩითახევჰესისა და სამგორის კასკადის ჰიდროსადგურების ექსპლუატაცია. თოშის გამო, მრავალ კილოვატსაათ ელექტროენერგიას კარგავდა საქართველოს სახალხო მეურნეობა და, რაც მთავარია, ეს ენერგია იკარგებოდა სწორედ მაშინ, როდესაც მდინარებზე იყო ზამთრის წყალმცირობა.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.