Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
შემოდგომა — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შემოდგომის ბუნიობიდან (23 სექტემბერი) ზამთრის მზებუდობამდე (22 დეკემბერი) გრძელდება.
ამინდი |
წელიწადის დროები |
---|
ზომიერი
|
ტროპიკული
მშრალი სეზონი |
შტორმი |
ჭექა-ქუხილი · ტორნადო |
ნალექები |
ნისლი · წვრილი წვიმა · წვიმა |
თემები |
მეტეოროლოგია |
ამინდის პორტალი |
ეკლიპტიკის მიმართ დედამიწის დახრილი ბრუნვის ღერძი, მზესთან მიმართებაში წარმოშობს წელიწადის დროებს. როდესაც საუბარია წელიწადის დროებზე, პირობითად ივარაუდება, რომ საუბარი გვაქვს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებულ წელიწადის დროზე, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ამავდროულად სამხრეთ ნახევარსფეროში წელიწადის დრო სარკისებულად იცვლება. მაშინ როდესაც შემოდგომის თვეებში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულია, სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხულია და პირიქით. ჩვენი პლანეტის დახრილობიდან გამომდინარე, შემოდგომა იწყება მაშინ, როდესაც დღე-ღამის განმავლობაში, ღამის ხანგრძლივობა იწყებს დღის გახანგრძლივობაზე გადაჭარბების პროცესს (შემოდგომის ბუნიობა) და სრულდება მაშინ, როდესაც აღნიშნული გადაჭარბება აღწევს თავის მაქსიმუმს (ზამთრის მზებუდობა).
შემოდგომის ბუნიობაზე, მართალია დედამიწის დახრილი ღერძი ეკლიპტიკურად ისევ დახრილია, მაგრამ სივრცულად მზე-დედამიწის მონაკვეთთან მიმართებაში მართობულია. ამ დროს მზე დედამიწის ეკვატორის ზენიტში იმყოფება და აცხუნებს მას, ხოლო ეკვატორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებს კი თანაბარზომიერად. შემდეგ, დედამიწა ორბიტაზე გადაადგილებისას ნელნელა ინაცვლებს ისეთ პოზიციაზე, როდესაც დედამიწის ღერძული დახრილობის გამო მზე ზენიტშია სამხრეთ ნახევარსფეროზე. დედამიწა, როგორც კი მიაღწევს ისეთ მდებარეობას, როდესაც მისი სამხრეთი ნახევარსფერო უკიდურესად იქნება გადახრილი მზის მიმართ, ეს მოასწავებს ღამის ხანგრძლიოვობის დღეზე მაქსიმალური გადაჭარბების ნიშნულს, ანუ დგება ზამთრის მზებუდობა. აღნიშნული მონენტის გადალახვისთანავე იწყება დღის ხანგრძლოვის შემცირება და ღამის ზრდა, რაც მოასწავებს ზამთრისს დაწყებას.
ჩვეულებრივ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შემოდგომის თვეებია:
ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში შემოდგომა შემდეგ თვეებში უწევს:
შემოდგომის დროს დღე საგრძნობლად მოკლდება, იწყება გრილი ამინდები და ფოთოლცვენა. შემოდის მრავალგვარი ხილი. ბუჩქები დახუნძლულია კენკრით.
იწყება რთველი, მოსავლის აღების ალო, შემდეგ ყანებს საშემოდგომოდ გადახნავენ. ბევრი ცხოველი და ადამიანიც ზამთრისთვის საკვებს იმარაგებს. ფრინველების უმრავლესობა თბილ ქვეყნებში მიფრინავს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.