მუნიციპალიტეტი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
მესტიის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტი 2014 წლის 30 ოქტომბრიდან. ადმინისტრაციული ცენტრი — დაბა მესტია.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
მესტიის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | მესტია | ||||
კოორდინატები | 43°02′36″ ჩ. გ. 42°43′26″ ა. გ. | ||||
მერი | კაპიტონ ჟორჟოლიანი | ||||
ფართობი | 3044.5 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 9400[1] კაცი (2021) | ||||
სიმჭიდროვე | 3,09 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,82 % რუსები 0,12 %[2] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 98,67 %[3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | https://mestia.gov.ge/ | ||||
| |||||
მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში სვანეთის საბოქაულოს სახელით, 1921-დან — ზემო სვანეთის მაზრა, 1930-დან — მესტიის რაიონი.
საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[4]. სსიპ „მესტიის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 235895046) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2013 წლის 1 მაისი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2014 წლის 30 ოქტომბერი[5].
მესტიის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანია. მის ტერიტორიაზე არსებული მსხვილი ოროგრაფიული ერთეულებია: კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, სვანეთის ქედი, ეგრისის ქედი, კოდორის ქედის ნაწილი და მდინარე ენგურის ხეობა. ტერიტორია — 3045 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 1010 კვ.კმ. მუნიციპალიტეტში 200-მდე მყინვარია, რომელთა საერთო ფართობია 285 კვ.კმ. მთავარი მდინარეა ენგური, მისი შენაკადები — ადიშჭალა, მულხრა, დოლრა, ნენსკრა, იფარი, ხაიშურა და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა ბარიტი, მარმარილო, ტყვია-თუთია, მინერალური წყლები.
მოსახლეობის რიცხოვნობა — 9316 კაცი (2014 წ.); სიმჭიდროვე — 3,06 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 153 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 152 სოფელი.
რაიონი/მუნიციპალიტეტი[6] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მესტიის | 16 311 | 17 801 | 17 442 | 14 776 | 14 800 | 14 248 | 9316 | 9500 | 9500 | 9500 |
პარტია | 2017[7] | 2021[8] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 23 | 26 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 1 | 3 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლელო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 2 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დამოუკიდებელი | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 31 | 33 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი თანამდებობის პირი — გამგებელი. მმართველობის ტერიტორიული ორგანოებია:
მკაცრი კლიმატისა და მთიანი რელიეფის გამო უპირატესად განვითარებულია მეცხოველეობა, რომელიც საკვები ბაზაა ბუნებრივი სათიბ-საძოვრები მნიშვნელოვანი. მცირე რაოდენობით ითესება მარცვლეული კულტურები და კარტოფილი. მესტიის მუნიციპალიტეტი ტურიზმისა და ალპინიზმის კერაა — აქ გადის მაღალმთიანი ტურისტული მარშრუტები ნაკრის, ბეჩოს, ლეხზირისა და ლატფარის უღელტეხილებზე.
მუნიციპალიტეტში 51 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 43 ბიბლიოთეკა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
მესტიის მუნიციპალიტეტის ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ღირსშესანიშნავი ძეგლებია შუა საუკუნეების საკულტო, საერო და თავდაცვითი ნაგებობები. აღსანიშნავია ადიშის, იელის, სვიფის, იფარის, წვირმის, ჟაბეშის ეკლესიები, მონასტრები, სვანური კოშკები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.