დავით IV აღმაშენებელი
საქართველოს მეფე / From Wikipedia, the free encyclopedia
დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073,[3] ქუთაისი — გ. 24 იანვარი, 1125[4][5]) — საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით აღმაშენებელი (მრავალმნიშვნელოვანი). |
დავით IV აღმაშენებელი | |
---|---|
დავით აღმაშენებელი ბიზანტიურ სამოსელში, ხელში საკუთარი ანდერძითა და ტაძრის მაკეტით, გელათის მონასტრის XVI საუკუნის ფრესკა. | |
საქართველოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1089[1] |
მმართ. დასასრული: | 1125[1] |
წინამორბედი: | გიორგი II |
მემკვიდრე: | დემეტრე I |
სხვა წოდებები: | „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა“[2] |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1073[3] |
დაბ. ადგილი: | ქუთაისი |
გარდ. თარიღი: | 24 იანვარი, 1125[4][5] |
მეუღლე: |
1. უცნობი სომეხი ქალი 2. გურანდუხტი |
შვილები: |
დემეტრე I თამარი კატაი ვახტანგი თამარ მრწემი |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | გიორგი II |
დედა: | ელენე |
ხელმოწერა: | |
დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა. მამამისი, გიორგი II, შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ, დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.[6]
დავით აღმაშენებელმა ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში ჩაატარა სიღრმისეული რეფორმები, რომლებმაც საბოლოოდ დაასრულეს ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, მან ქვეყნიდან სელჩუკი დამპყრობლები განდევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია და მემკვიდრეებისათვის გადააბარა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დავით აღმაშენებლის ეკონომიკური და საეკლესიო რეფორმები, რომლებიც საქართველოს გაძლიერების მთავარი საყრდენი გახდა. მის სახელს უკავშირდება რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც აღმოფხვრა ის დარღვევები, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი.
დავით IV-ის საგარეო პოლიტიკა უაღრესად აქტიური იყო და ფეოდალური საქართველოს პროგრესის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული წინსვლის საქმეს ემსახურებოდა. დავითის დროის საქართველოს ფართო მასშტაბის პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილო კავკასიისა (ოსები, ყივჩაყები, დაღესტნის ხალხები) და სხვა ხალხებთან, ძველ რუსეთთან, სომხეთთან, შირვანთან, ბიზანტიასა და ჯვაროსნებთან. დავითის მეფობის დროს საქართველომ ჯვაროსანთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა: პირადად დავით აღმაშენებელი და მისი დროის საქართველო კასპიის კარის დამცველად და თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჯვაროსანთა „წინაბურჯად“ მოიხსენიებოდა. დიდგორის ბრძოლის დროს დავით აღმაშენებლის ლაშქარში ჯვაროსნების („ფრანგების“) ყოფნა ასევე მიგვანიშნებს საქართველოს აქტიურ კონტაქტებზე ევროპის ქვეყნებთან და იმაზე, რომ საქართველო ევროპული სივრცის ნაწილი იყო.
პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 26 იანვარი (ახ. სტ. 8 თებ.) დააწესა.[7]