ოსები
From Wikipedia, the free encyclopedia
ოსები (ირონ. ирӕттӕ, ირონი; დიგორ. дигорæнттæ, დიგორონი) — ირანულენოვანი ერი კავკასიაში. საერთო რაოდენობა 700 ათასი, მათ შორის 445,3 ათასი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში (2002 აღწერის მიხედვით).
სწრაფი ფაქტები ოსები, საერთო მოსახლეობა ...
ოსები | |
---|---|
მარცხნიდან მარჯვნივ:კოსტა ხეთაგუროვი • გაიტო გაზდანოვი •არსენ კოცოევი • ვასილ აბაევი • გრიგორი ტოკატი • ვალერი გერგიევი • ვერონიკა დუდაროვა • არტურ ტაიმაზოვი | |
საერთო მოსახლეობა | |
დაახ. 700 ათ.[1] | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
რუსეთი | 514,9 ათ. |
საქართველო (ცხინვალის რეგიონი) |
38,028[2] |
ენები | ოსური |
რელიგიები | მართლმადიდებლები, სუნიტი მუსლიმანები |
დახურვა
ლაპარაკობენ ოსურ ენაზე, რომელიც შედგება ირონული, დიგორული, დვალური (თუალაგ) და მაღრანდვალური (ურს-თუალთა) დიალექტებისაგან და განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ ენათა ჩრდილო-აღმოსავლურ ჯგუფს. ოსების რუსული და ევროპული სახელწოდება ქართული „ოსიდან“ („ოვსი“) მომდინარეობს.