კატა (დავით აღმაშენებლის ასული)
From Wikipedia, the free encyclopedia
კატა, კატაჲ — საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის ასული.
დავით აღმაშენებლის ასულის შესახებ ქართლის ცხოვრებაში შესული თხზულება „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ გვამცნობს:
![]() |
„და მასვე წელსა (1116 წ.) ასული თჳსი კატა გაგზავნა საბერძნეთს სძლად ბერძენთა მეფისა, რამეთუ პირველ ამისა პირმშოჲ ასული თჳსი თამარ გაეგზავნა დედოფლად შარვანისა, რაჲთა ვითარცა ორნი მნათობი, — ერთი აღმოსავალსა და ერთი დასავალს, — ცისკროვანჰყოფდნენ სფეროსა, მამისაგან მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი.[1]“ |
მისი ვინაობა არ დასტურდება შუა საუკუნეების სხვა ისტორიულ წყაროებში. ამჟამად გავრცელებულია სამი თეორია მისი ქორწინების შესახებ[2].