ვახტანგი (დავით აღმაშენებლის ძე)
From Wikipedia, the free encyclopedia
ვახტანგი — დავით IV აღმაშენებლისა და მისი მეორე ცოლის, გურანდუხტის ვაჟი. ქართულ წყაროებში ვახტანგთან დაკავშირებით მხოლოდ დაბადების ფაქტია აღნიშნული. უფლისწულის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი. შესაძლოა ვახტანგი მონაწილეობდა დემეტრე I-ის წინააღმდეგ მოწყობილ პირველ აჯანყებაში, რომელიც სასტიკად იქნა ჩახშობილი.