დიდგორის ბრძოლა ან ძლევაჲ საკვირველი (1121 წლის 12 აგვისტო) — ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან). საქართველოს ისტორიაში დიდგორის ბრძოლა უდიდეს გამარჯვებათა რიცხვს მიეკუთვნება.
![](//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ea/Disambig-dark.svg/23px-Disambig-dark.svg.png) |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიდგორი. |
სწრაფი ფაქტები დიდგორის ბრძოლა, თარიღი ...
დიდგორის ბრძოლა |
---|
ქართულ-სელჯუკური ომების ნაწილი |
![](//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/72/Didgori_Monument_%28Swords%29.jpg/200px-Didgori_Monument_%28Swords%29.jpg) დიდგორის ბრძოლის ძეგლი |
თარიღი |
12 აგვისტო, 1121 |
---|
მდებარეობა |
დიდგორი |
---|
შედეგი |
საქართველოს გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
- სხვადასხვა წყაროს მიხედვით კოალიციური ლაშქრის რაოდენობა შეიძლება სულ მცირე 30 ათასი ყოფილიყო, ან - ნახევარ მილიონზე მეტიც. ამ ორ რიცხვს შორის იმდენად დიდი სხვაობაა, რომ რეალური რაოდენობის დადგენა შეუძლებელი ხდება, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები, რელიეფისა და შუა საუკუნეების ლოჯისტიკის გათვალისწინებით, 30-70 ათასზე საუბრობენ. (დეტალურად იხ. კოალიციური ჯარის რაოდენობა.)[1]
- ანტიოქიის სამთავროს კანცლერი გოტიეს მიხედვით 600 ათასი.[1]
- არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-ასირის ნაკლული ტექსტის მიხედვით 30 ან 300 ათასი.
- სომეხი ისტორიკოსის სმბატ სპარაპეტის მიხედვით 150 ათასი.[1]
- ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით 300 ათასი.[1]
- მიხეილ ბახტაძის ვარაუდით 70-75 ათასი.[1]
- მათე ურჰაელის მიხედვით - 560 ათასი.[1]
|
- 55 600[2][3]
- ანტიოქიის სამთავროს კანცლერი გოტიეს მიხედვით 80 ათასი.[4]
- სოსო მარგიშვილის ვარაუდით 15-18 ათასი.[6]
|
|
დანაკარგები |
---|
აბსოლუტური უმრავლესობა დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა |
უმნიშვნელო[7] |
|
დიდგორის ბრძოლა ვიკისაწყობში |
დახურვა
სხვადასხვა წყაროში დაცულია განსხვავებული ცნობები ლაშქრების სიდიდის შესახებ, თუმცა როგორც ქართულ-სომხურ-ლათინური, ასევე თვით არაბული წყაროების მიხედვით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი ბევრად აღემატებოდა ქართულს. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსმა მტრის ლაშქარი „ქვიშა ზღვისა“-ს შეადარა.
დიდგორის ველზე ილღაზის სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის დამარცხების, მისი დევნისა და საბოლოოდ განადგურების შემდეგ, დავით აღმაშენებელს გზა გაეხსნა თბილისისაკენ. მოგვიანებით, 1122 წელს — თბილისის, ხოლო 1123 წელს დმანისის აღება დიდგორის ბრძოლის გაგრძელებას წარმოადგენდა. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში, ამასთანავე, საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.