![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f4/Caucasus_1060_map_en.svg/langka-640px-Caucasus_1060_map_en.svg.png&w=640&q=50)
თბილისის საამირო
From Wikipedia, the free encyclopedia
თბილისის საამირო — არაბთა სახალიფოს ვასალური პოლიტიკური ერთეული საქართველოში, არსებობდა 736-1122 წლებში. არაბი ამირები თავიდან მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მართავდნენ, მაგრამ ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად მათი სამფლობელო ნელ-ნელა შემცირდა. IX საუკუნის დასაწყისში საამირო მოიცავდა მხოლოდ ქართლს, ხოლო XI საუკუნიდან — ქალაქ თბილისს და მის მიმდებარე მიწებს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. საამირო საკუთარი დამოუკიდებლობისათვის ებრძოდა ქართულ სამეფო-სამთავროებს, ასევე სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას. საამიროს სამი დინასტიის — შუაბიანთა, შაბანიანთა და ჯაფარიანთა წარმომადგენლები მართავდნენ. 1122 წელს დავით აღმაშენებელმა აიღო თბილისი, რითაც წერტილი დაუსვა თბილისის საამიროს არსებობას და ქალაქი გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად აქცია.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f4/Caucasus_1060_map_en.svg/640px-Caucasus_1060_map_en.svg.png)