From Wikipedia, the free encyclopedia
გამბია (წარმოითქმის /ɡ'æ'm'b'i'ə/ ( მოსმენა)), ოფიციალურად გამბიის ისლამური რესპუბლიკა[1][2] ან გამბიის რესპუბლიკა[3][4][5] — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, 2013 წლის 2 ოქტომბრამდე შედიოდა ერთა თანამეგობრობაში[6].
გამბიის რესპუბლიკა გამბიის ისლამური რესპუბლიკა Republic of The Gambia გამბია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: გამბიისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | ბანჯული 13°28′ ჩ. გ. 16°36′ დ. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | სერეკუნდა | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ადამა ბაროუ | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 10 380 კმ2 (164-ე) | ||||
- | წყალი (%) | 11.5 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005 შეფასებით | 1 517 000 (149-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 153,5 კაცი/კმ2 (74-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $3.094 მილიარდი (171-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $2002 (114-ე) | ||||
აგი (2007) | 0.502 (საშუალო) (155-ე) | |||||
ვალუტა | გამბიური დალასი (GMD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC±00:00 | |||||
ქვეყნის კოდი | GMB | |||||
Internet TLD | .gm | |||||
სატელეფონო კოდი | 220 |
გამბიის ტერიტორია XIII-XV საუკუნეებში შედიოდა აფრიკის შუა საუკუნეების სახელმწიფოების (მალი, მოგვიანებით - სონგაი) შემადგენლობაში. პირველი ევროპელები გამბიის ტერიტორიაზე იყვნენ ვენეციელები და გენუელები. XV საუკუნის შუა ხანებში გამოჩნდნენ პორტუგალიელები, XVI საუკუნის დამლევს კი ინგლისელი ვაჭრები. XVII საუკუნიდან გამბიაში ფრანგები ცდილობდნენ დამკვიდრებას. 1783 წელს ინგლისის მიერ დაპყრობილი გამბიის ტერიტორიის ნაწილი 1807 წელს სამეფო კოლონიად გამოცხადდა. 1821 წელს დიდი ბრიტანეთის მიერ დაპყრობილი ყველა ტერიტორია დაექვემდებარა სიერა-ლეონეს გუბერნატორს, 1843 წელს კი ცალკე კოლონიად გამოცხადდა. 1866-1888 წწ. კვლავ სიერა-ლეონეს გუბერნატორი განაგებდა.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან გამბიაში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1965 წლის 18 თებერვალს ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ერთა თაბნამეგობრობის ფარგლებში. ამავე წელს გახდა გაეროს წევრი. 1970 წლის 24 აპრილს კი გამოცხადდა რესპუბლიკური მმართველობა ახლად წარმოქმნილი რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა დაუდა კაირიბა ჯავარა, რომელიც სახელმწიფოს სათვეში იდგა 1994 წლამდე და უსისხლო სამხედრო გადატრიალების შედეგად მმართველობას ჩამოაშორა 29 წლის ლეიტენანტმა იაჰია ჯამემ. გადატრიალების შედეგად აიკრძალა ყოველგვარი პოლიტიკური მოღვაწეობა, შეიქმნა შეიარაღებული ძალების დროებითი მმართველი საბჭო. 1996 წელს მიიღეს ახალი კონსტიტუციის პროექტი. ამავე წლის 26 სექტემბერს დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხმების 55,7 %-ით გაიმარჯვა იაჰია ჯამემ. არჩევნებიდან ორ დღეში დაითხოვა დროებითი სამხედრო საბჭო და 1997 წლისათვის დანიშნა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა პრეზიდენტის პარტიამ.
2001 წელს იაჰია ჯამე ხელახლა იქნა არჩეული ხმების 53 %-ით, ხოლო 2006 წელს ხმების 67 %-ით კიდევ ერთი ხუთწლიანი ვადით გაიხანგრძლივა საპრეზიდენტო მმართველობა.
გამბიის ტერიტორია უმთავრესად ბრტყელი ვაკეა (სიმაღლე 100 მეტრამდე), რომელსაც განიერი და წყალუხვი მდინარე გამბია კვეთს. ქვეყანა სასარგებლო წიაღისეულით ძალზედ ღარიბია. ჰავა ეკვატორულ-მუსონურია, ზაფხული წვიმიანია, ზამთარი მშრალი. დედაქალაქ ბანჯულში ივლისის საშუალო ტემპერატურა 27 °C-ია, ხოლო თებერვლისა 23 °C. ნალექები 750 მმ-დან 1500 მმ-მდე წელიწადში. მცენარეულ საფარში სჭარბობს სავანეები. მდინარე გამბიის ხეობაში ჭალის მარადმწვანე ტროპიკული ტყეა. ცხოველებიდან შემორჩენილია ანტილოპა, ჯიქი. ბევრია მაიმუნი, ჰიპოპოტამი, ნიანგი და სხვა.
2007 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 1 700 000 კაცს, რომელთა 99 %-ს აფრიკელები შეადგენენ: 42 % - მანდინკა, 18 % - ფულბე, 16 % - ვოლოფი, 10 % - დიოლა, 9 % - სონინკე. მოსახლეობის სიმჭიდროვე - 180,7 ადამიანია კვ. კმ-ზე. ქალაქად ცხოვრობს მოსახლეობის 26,3 % (2003).
მოსახლეობის 50,41 % ქალია, მამაკაცი კი (49,59 %) (2003).
ასაკობრივი მაჩვენებელი კი ასეთია:
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა (2005): 52,3 წელი (მამაკაცები), 56,0 წელი (ქალები). შობადობა — 39,9 ბავშვი 1000 მაცხოვრებელზე (2005), სიკვდილიანობა — 12,5 ადამიანი 1000 მაცხოვრებელზე (2005). ბუნებრივი ნამატი - — 27,4 ადამიანი 1000 მაცხოვრებელზე (2005).
ეკონომიკურად აქტიურია 730 000 ადამიანი (52,2 %) (2003).
სუნიტური ისლამის მიმდევარია მოსახლეობის 90 %, ქრისტიანია - 8 %, ხოლო ადგილობრივი რწმენის (ანიმალიზმი, ფეტიშიზმი, ბუნების ძალები) მიმდევარია - 2 %.[7]
თარიღი | დასახელება | ინგლისური სახელწოდება |
---|---|---|
1 იანვარი | ახალი წელი | New Year’s Day |
18 თებერვალი | დამოუკიდებლობის დღე | Independence Day |
24 აპრილი | რესპუბლიკის დღე | Republic Day |
1 მაისი | შრომის დღე | Labour Day |
15 აგვისტო | მარიამობა | Assumption |
25 დეკემბერი | შობა | Christmas Day |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.