From Wikipedia, the free encyclopedia
ბულგარები (ასევე ბოლგარები, ბულღარები, პროტო-ბულგარელები,[1] ჰუნო-ბულგარები[2]) — ნახევრად მომთაბარე ხალხი, რომლებიც VII საუკუნეში ცხოვრობდნენ ვოლგის ბულგარეთსა და პონტო-კასპიის სტეპებში.[3][4] ეთნიკურად ბულგარები მიიჩნევიან ოღურ თურქებად, სარმატული[5][6] და ალანური ელემენტებით.[7][8] სარმატული ელემენტები ბულგარების კულტურაში იწვევს კამათს იმის შესახებ, რომ ისინი იყვნენ გათურქებული სარმატები თუ პირიქით.[9] მათ დასავლეთით მიგრაციის განმავლობაში ასევე განიცადეს სხვა ეთნიკური ჯგუფების გავლენა.[10][11] მათ ეთნოგენეზისში სავარაუდოდ ირანული, ალტაური და ურალური ეთნიკური ჯგუფებიც მონაწილეობდნენ.[12]
ვოლგა-ურალის რეგიონიდან წარმოშობის მიხედვით მათი ფესვები ზოგიერთი მკვლევარის მიხედვით შეიძლება მიდიოდეს ცენტრალურ აზიაში.[13] მათ ერთ ადგილზე (პონტო-კასპიის სტეპებში) დამკვიდრება VII საუკუნეში დაიწყეს, სადაც 630 წელს შექმნეს სახანო დიდი ბულგარეთი. დიდი ბულგარეთი 668 წელს ხაზარებმა გაანადგურეს. 680 წელს ბულგარების ნაწილმა ასპარუხის მეთაურობით დაიპყრო ბიზანტიის იმპერიის პროვინციები და დააარსეს ბულგარეთის პირველი იმპერია. ბულგარების ამ სამეფომ X საუკუნისთვის განიცადა ძლიერი სლავიზაცია. მეორე ბულგარული სამეფო ვოლგის ბულგარეთი შეიქმნა 670 წელს. ვოლგის ბულგარებმა დამოუკიდებლობის შენარჩუნება მოახერხეს 1223 წელს მონღოლების პირველ შემოსევამდე. შედეგად ვოლგის ბულგარებმა მიიღეს კიპჩაკური ენა და ჩამოყალიბდნენ ვოლგის თათრებად.
არ არსებობს სიტყვა ბულგარის ცალსახა გაგება. უმეტესობის აზრით, რომ ის მომდინარეობს თურქული ზმნიდან: bulğa ("შერევა", "ფუსფუსი") და მისგან ნაწარმოები სიტყვიდან: bulgak ("აჯანყება", "არეულობა").[14][15] ნაწილი მეცნიერების მიიჩნევს, რომ ის მომდინარეობს სიტყვიდან: bel gur ("ხუთი კლანი").[16]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.