From Wikipedia, the free encyclopedia
ბარდოსი, ბარად[1], ბარდო[2] — ლეონტი მროველის მიხედვით, კავკასიელ ხალხთა ერთ-ერთი ეთნარქი. კავკასიის ალბანეთის უძველესი ქალაქის ბარდას დამაარსებელი.
მას შემდეგ რაც თარგამოსის მოდგმა გამრავლდა, გადაწყდა კავკასიის წილხვედრი მიწა განაწილებულიყო რვა ძმას შორის. ყველაზე უფროსი — ჰაოსი დარჩა მამის წიაღში (არარატსა და მასისის მთებს შორის გადაჭიმულ ტერიტორიაზე), ხოლო ქართლოსი დანარჩენ ექვს ძმასთან ერთად დასახლდა ჩრდილოეთით მდებარე მიწებზე. „ხოლო ბარდოსს მისცა მტკუარს სამჴრით, ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე სადა შეკრბებიან მტკუარი და რაჴსი. ამან ბარდოს აღაშენა ქალაქი ბარდავი და დაეშენა მუნ“[3].
ლეონტი მროველის მიერ ბარდოსის ტერიტორიებზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ რომ ბარდოსის ტერიტორია მოიცავდა მდინარე მტკვრის მარჯვენა შენეკადების აუზს, მდინარე დებედას შემდგომი მდინარიდან მოყოლებული ვიდრე მტკვარ-არაქსის შესართვავამდე.
ხეობების სისტემა ყოველთვის კარგი საშუალება იყო, არის და იქნება ბუნებრივი საზღვრების დასადგენად. აქედან გამომდინარე თარგამოსმა თავის ძეებს დაუწესა ბუნებრივი საზღვრები როგორიცაა: ზღვა, მდინარე, ხეობა და მთის ქედი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.