მცხეთოსი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
მცხეთოსი — ლეონტი მროველის მიხედვით, ქართველი ხალხთა ერთ-ერთი ეთნარქი.
ქართლის ცხოვრება
ლეონტი მროველი წერს:
ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისა ქართლოსისათა, რომელსა აწ ჰქჳან არმაზი. და მან-ვე აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მთკურისა და არაგჳსასა, და უწოდა სახელი თჳსი მცხეთა. და დაიპყრა ქუეყანა ტფილისითგან და არაგჳთგან დასავლით ვიდრე სპერის ზღუადმდე. და ესე იყო განმგე და უფალ მათ ოთხთავე ძმათა ზედა და ესე ოთხნივე იყვნეს მორჩილ მისა. ესე არიან განყოფილნი ქართლოსის ძეთანი და რომელნი განყვნა დედამან მათმან შემდგომად სიკუდილისა ქართლოსისა. ხოლო მრავალთა წელთადა მრავალთა ჟამთა ცხოვნდა ძე ქართლოსისი, და განმრავლდა ნათესავი მისი, და მათ ყოველთა განმრავლდა ნათესავი მათი. ხოლო შვილთა შორის მცხეთოსისათა გამოჩნდეს სამნი გმირნი სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა უფლოსი, და შემდგომსა ოძრჴოსი, და მესამესა ჯავახოსი. განუყო მათ ქუეყანა და ნათესავი ათი ყოველი.
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- სტატია „ქართველთა ეთნარქები“, მამულია გ., ქსე, ტ. 10, გვ. 461—462, თბ., 1986
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads