ჰაოსი

From Wikipedia, the free encyclopedia

ჰაოსი
Remove ads

ჰაოსი, ჰაიოსი, ჰაიკი, ჰაი[1] (სომხ. Հայկ ჰაჲკ) — სომხების ლეგენდარული ეთნარქი და ეპონიმი. მითური სომხეთის პირველი მეფე. თარგამოსის უფროსი ვაჟი, იაფეტის შვილთაშვილი, ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის ძმა.

Thumb
სომეხთა ეთნარქის, ჰაოსის ქანდაკება.

მისი ისტორია აღწერეს მოვსეს ხორენაცმა, ლეონტი მროველმა და სხვა ისტორიკოსებმა.

ისტორია

ჰაოსი, რომელიც იყო თარგამოსის უფროსი ვაჟი დასახლდა მამულში, ხოლო ქართლოსმა და დანარჩენმა ძმებმა გაინაწილეს ჩრდილოეთი მიწები. მოგვიანებით როდესაც ძმები გაძლიერდნენ გადაწყვიტეს გათავისუფლებულიყვნენ ნებროთის უღელისაგან. ნებროთმა შეიტყო რა ძმების განდგომა წარმოემართა მათ დასამორჩილებლად. მრავალი დღის ბრძოლის შემდეგ ნებროთი მოკლულ იქნა ჰაოსისაგან მასისის მთებში.

Thumb
ჰაოსი მშვილდ-ისრით ამარცხებს ბელს.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ნოე
 
 
 
 
 
 
 
იაფეტი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ღამერი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
თარგამოსი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჰაოსი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ჰაოსისგან ნებროთის მოკვლა

მსოფლიო ისტორია არ იცნობს ჰაოსისაგან ნებროთის მოკვლის ფაქტს გარდა ქართული და სომხური წყაროებისა, ხოლო სომხური წყაროებიდან მხოლოდ მოსე ხორანელი აღწერს არა ჰაოსისა და ნებროთის, არამედ ჰაოსისა და ბაალის შერკინებას. მის მიერ სომხეთის ისტორიაში წერია შემდეგი:

ვიკიციტატა
„ბელ (ბილ ანუ ბაალ) იყო ჟამთა სომეხთა ნათესავთ მთავრისა ჰაოსისა, მრავალნი მოუთხრობენ და მრავალნი განჰყოფენ სხვად და სხვად, არამედ მევიტყვი ვითარმედ იგი რომელსაცა უწოდებენ სატურნასა და ბელს იგი არს ნებროდ.“
(მოსე ხორანელი, „სომხეთის ისტორია“, წიგნი I, თავი 6)
Remove ads

ისტორიული წყაროები

ლეონტი მროველი წერს:

ვიკიციტატა
„ხოლო ჰაოს დაემკჳდრა საყოფელთა მამისა თჳსისა თარგამოსისთა, და დაიპყრა ქუეყანა ჩრდილოთ, ვითა დამიწერია: სამჴრით მთით ორეთისითგან, აღმოსავლით ვიდრე ზღუადმდე გურგანისა, და დასავლით ვიდრე ზღუადმდე პონტოსა. და ამათ შჳდთავე გმირთა ზედა იყო განმგებელ და უფალ ჰაოს. და ესე ყოველნი იყვნეს მორჩილ ჰაოსისა.“

თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვებით:

ვიკიციტატა
„ხოლო ჰაოს ძმა ქართლოსისა ნათესავთმთავარი სომეხთა ფლობდა წილსა თვისსა, რომელი მისცა მას მამამან მათმან თარგამოს მასისის მთიდან ვიდრე ასურეთისა საზღვრადმდე.“
Remove ads

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

Loading content...
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads