აშოტ I დიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
აშოტ I დიდი, კურაპალატი (გ. 29 იანვარი, 826, დოლისყანა) — ტაო-კლარჯეთის ერისთავი (786 – 813); ქართლის ერისთავი (787 – 809); ქართლის მეფე (809 – 813); ტაო-კლარჯეთის მეფე კურაპალატი (813 – 826); ქართლის ერისმთავარი (813 – 826).
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: აშოტ კურაპალატი. |
აშოტ I | |
---|---|
დიდი | |
აშოტ კურაპალატის ბარელიეფი ოპიზის მონასტრიდან | |
ტაო-კლარჯეთის ერისთავი | |
მმართ. დასაწყისი: | 786 |
მმართ. დასასრული: | 813 |
წინამორბედი: | ადარნასე ბაგრატიონი |
მემკვიდრე: | ადარნასე I |
ქართლის ერისთავი | |
მმართ. დასაწყისი: | 787 |
მმართ. დასასრული: | 809 |
წინამორბედი: | იოანე და ჯუანშერი |
ქართლის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 809 |
მმართ. დასასრული: | 813 |
მემკვიდრე: | ბაგრატ I კურაპალატი |
ქართლის ერისმთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 813 |
მმართ. დასასრული: | 29 იანვარი, 826 |
მემკვიდრე: | ბაგრატ I კურაპალატი |
ქართველთა კურაპალატი | |
მმართ. დასაწყისი: | 813 |
მმართ. დასასრული: | 29 იანვარი, 826 |
მემკვიდრე: | ბაგრატ I კურაპალატი |
შვილები: |
ადარნასე I, ბაგრატ I, გვარამ მამფალი |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ადარნასე |
პირველად პავლე ინგოროყვამ გამოთქვა მოსაზრება, რომ აშოტ ბაგრატიონმა აღადგინა ქართლში მეფობა. „809 – 813 წლებში აშოტმა აღადგინა „მეფობაჲ ქართლისაჲ“. მეცნიერი ეყრდნობოდა გიორგი მერჩულეს თხზულებას და ოპიზის საოსტიგნეს წარწერას[1][2].
აშოტ I დიდი (აგრეთვე ცნობილი, როგორც აშოტ I კურაპალატი) იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც გამეფდა, შესაბამისად 809 წელს მან სამეფო დინასტია დააფუძნა. ის მართავდა ტაო-კლარჯეთს 826 წელს დოლისყანაში გარდაცვალებამდე. მამამისი იყო ადარნასე ბაგრატიონი (კლარჯეთის ერისთავი) [3].
აშოტის ერისთავობის დროს აღმოსავლეთ საქართველო დაიქვემდებარა არაბთა სახალიფომ, ქართლის სატახტოში იჯდა თბილისის ამირა. არაბების წინააღმდეგ ბრძოლებში დამარცხებამ, აშოტი აიძულა დაეტოვებინა ქართლი, გადასახლებულიყო ოჯახით და მომხრეებით სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში – ტაო-კლარჯეთში. აშოტმა აღადგინა ქალაქი არტანუჯი და გახადა მის რეზიდენციად. მიუხედავად ბიზანტიის იმპერატორის, მიხეილ I რანგაბეს მიერ აშოტისთვის კურაპალატის ტიტული მინიჭებისა, ბიზანტიის დახმარების იმედი მას არ ჰქონია. აშოტი თავისი ძალებით იბრძოდა არაბების წინააღმდეგ, თანდათან აფართოებდა თავის ძალაუფლებას მთელს სამხრეთ საქართველოზე, შემდეგ შემოიერთა ქართლი.
826 წელს აშოტმა შეკრიბა ჯარი, არაბების წინააღმდეგ დაძრა, მაგრამ მათ შორის აღმოჩნდნენ მოღალატეები, რომლებმაც სცადეს მოეკლათ აშოტი. მან გადაწყვიტა თავი შეეფარებინა მონასტრისთვის დოლისყანის დასახლებაში. იგი იმედოვნებდა, რომ მას იქ ხელს არ ახლებდნენ. თუმცა შეთქმულები შეიჭრნენ ტაძარში და მოკლეს აშოტი.
აშოტის მემკვიდრეები გაიყვნენ ორ შტოდ: არტანუჯის ანუ კლარჯეთის (უფროსი ძის, ადარნასე I-ის მემკვიდრეები) ბაგრატიონები და ტაოს (შუათანა ძის, ბაგრატ I კურაპალატის მემკვიდრეები, მომავალი ქართველთა სამეფოს მეფეები) ბაგრატიონები. უმცროსი შვილის, გვარამ მამფალის მემკვიდრეები, გახდნენ ბაგრატიონების გვარის შიდა დაპირისპირების მსხვერპლი.