ქართლის საერისმთავრო
ფეოდალური სახელმწიფო ადრეული შუა საუკუნეების საქართველოში. იგი არსებობდა მეექვსე-მეცხრე საუკ / From Wikipedia, the free encyclopedia
ქართლის საერისმთავრო — არისტოკრატიული მმართველობა ქართლში, VI და IX საუკუნეებს შორის, როდესაც ქართლში წამყვან პოლიტიკურ ძალაუფლებას ერისმთავარები ახორციელებდნენ. საერისმთავროს დაარსება 580 წელს სასანიანთა მიერ ადგილობრივი ხოსროიდების დინასტიის შევიწროვებას და იბერიის სამეფოს გაუქმებას უკავშირდება. 588 წელს ხოსროიანთა უმცროსი შტოს, გუარამიდების წარმომადგენელი, გუარამი პირველი ქართველი „კურაპალატი“ გახდა-მიიღო რა ეს ტიტული ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოსისგან. მოგვიანებით 591 წელს სპარსელებმა სასანიდების იმპერიაში დაუშვეს ავტონომიური-ქართლის საერისმთავროს წარმოქმნა. საერისმთავრომ 888 წლამდე იარსება, როდესაც ქართლში მეფობა აღდგენილ იქნა ბაგრატიონთა დინასტიის წევრების მიერ. საერისმთავროს საზღვრები არ იყო სტაბილური, რამდენადაც ქართლის ხელმძღვანელი ერისმთავრები, მეზობელ სახელმწიფოებთან გაუთავებელ ომებში იყვნენ ჩართული და თითქმის მთელი ამ პერიოდის მანძილზე წინააღმდეგობას უწევდნენ სპარსელებს, ბიზანტიელებს, ხაზარებს, არაბებს და სხვადასხვა კავკასიელ მმართველებს.
იბერიის საერისმთავრო ქართლის საერისმთავრო | |||||
| |||||
დროშა | |||||
დედაქალაქი | |||||
ენები | ქართველური | ||||
რელიგია | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია | ||||
მთავრობა | საერისმთავრო | ||||
ისტორიული ერა | ადრეული შუა საუკუნეები | ||||
- | შეიქმნა | 588 | |||
- | არაბთა ბატონობის დამყარება | 654 | |||
- | არაბთა მიერ თბილისის დაპყრობა | 736 | |||
- | აბასიანთა სახალიფოს ბატონობა | 786 | |||
- | საერისმთავროს აღდგენა ადარნასე II-ის მიერ |
813 | |||
- | ქართლის სამეფოს რესტავრაცია | 888 | |||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ქვეყანა დღეს | ||||
საერისმთავროს მმართველობის პერიოდი იყო კულმინაციური საქართველოს ისტორიაში; ამ დროს მოხდა ქართული ქრისტიანული ეკლესიის საბოლოო ჩამოყალიბება, ლიტერატურული ტრადიციის პირველი აყვავება მშობლიურ ენაზე, ქართველ ბაგრატიონთა საგვარეულოს აღზევება, სხვადასხვა ფეოდალური ანკლავების, რომლებიც XI საუკუნის დასაწყისისთვის უნდა გაერთიანებულიყვნენ საქართველოს სამეფოში, კულტურული და პოლიტიკური გაერთიანების დასაწყისი.