From Wikipedia, the free encyclopedia
„დაცვის სიგელი“ — არაბი სარდლის ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ 654-655 წლებში (ზოგი ვარაუდით 645) გაცემული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა არაბთა სახალიფოსა და ქართლის მოსახლეობის ურთიერთობას. „დაცვის სიგელს“ არაბები აძლევდნენ ნებით დამორჩილებულ მოსახლეობას. ქართლის დასაპყრობად გამოლაშქრებულ ჰაბიბ იბნ მასლამას სტეფანოზ ერისმთავარმა საზღვართან შეაგება ელჩი ძღვნით და მორჩილება აღუთქვა. არაბები თბილისში შემოვიდნენ, მასლამამ მიღებული ძღვენი მომავალი ხარკის ანგარიშში ჩათვალა და ქვეყანას „დაცვის სიგელი“ მისცა. სიგელის ძალით:
ჩანს, ქართლის მოსახლეობა შემდეგ აღარ იცავდა სიგელით ნაკისრ ვალდებულებას. 724-725 წლებში ქართლში ილაშქრა არაბმა სარდალმა ჯარაჰმა, რომელმაც განაახლა „დაცვის სიგელი“. ზოგიერთი ცვლილებით და დამატებით. ჯიზიასთან ერთად, რომელიც ამ დროისათვის სულად გადასახდელს წარმოადგენდა, მოსახლეობას დაეკისრა საადგილმამულო გადასახდელიც — ხარაჯა.
„დაცვის სიგელს“ მატერიალური სახით ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი ტექსტი დაცულია არაბი ისტორიკოსების ტაბარის, ბალაძურის, იაკუთის თხზულებებში. სიგელის ტექსტი თარგმნილია ქართულ, გერმანულ, რუსულ ენებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.