არაბები

From Wikipedia, the free encyclopedia

არაბები

არაბებიარაბულენოვანი ხალხების (ალჟირელების, ეგვიპტელების, მაროკოელების და სხვა.) მეტაერთობა, დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის არაბული ქვეყნების ძირითადი მოსახლენი.

სწრაფი ფაქტები არაბები العرب ალ-არაბ, საერთო მოსახლეობა ...
არაბები
العرب
ალ-არაბ

Thumb
ფილიპე არაბიიოანე დამასკოელიალ-ქინდიალ-ხანსა

ფაისალ Iგამალ აბდელ ნასერიასმაჰანიმაი ზიადე
საერთო მოსახლეობა
დაახ. 450 მილიონამდე
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
არაბული ქვეყნები 430 421 824
 საფრანგეთი 3 000 000[1]
 არგენტინა 1 300 000-3 300 000[2][3]
 აშშ 2 466 874[4]
 ირანი 700 000-2 000 000[5]
 ისრაელი 1 500 000
 მექსიკა 1 100 000[6]
 ესპანეთი 800 000[7]
 თურქეთი 500 000[8]
 ბრაზილია 164 000[9]
ენები არაბული ენა
რელიგიები ისლამი, არიან ქრისტიანები (ძირითადად მართლმადიდებლები)
დახურვა

ბედუინი და მიწათმოქმედი არაბები

ახ.წ. პირველ საუკუნეებში მომთაბარე არაბები ახალი საძოვრების ძებნაში ბევრს მოძრაობდნენ, გადაადგილდებოდნენ. ბედუინები ზაფხულის თვეებს უდაბნოში არსებულ ოაზისებში, ჭებთან და წყაროებთან ატარებდნენ, წლის დანარჩენ დროს კი უდაბნოში ხეტიალობდნენ. მათ საცხოვრებელს თხის მატყლისგან მოქსოვილი კარავი წარმოადგენდა.

არაბთა ერთმა ნაწილმა ვაჭრობას მიჰყო ხელი. მეწამული ზღვის სანაპიროზე არაბებმა მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქები – მექა და იასრიბი დააფუძნეს. არაბმა ვაჭრებმა კავშირები დაამყარეს ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქალაქთან. ისინი გამდიდრდენნ და თანამემამულე ბედუინების დამორჩილებაც შეძლეს. ისინი ღარიბ ბედუინებს ფულს ასესხებდენენ და შემდეგ ვალის კაბალაში აქცევდნენ. მდიდარი ვაჭრების წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო მუჰამედმა. მან მიიმხრო ბედუინები და საფუძველი ჩაუყარა არაბული ტომების გაერთინებას. ამ გაეთიანებაში მთავარი როლი შეასრულა ერთი ალაჰის რწმენამ.

მუჰამედის გარდაცვალებისთანავე დაარსდა არაბთა სახელმწიფო, რომლის სათავეში იდგა ხალიფა („ხალიფა რასალიაჰ“ ნიშნავს მოციქულის მოადგილეს). ამის მიხედვით არაბთა სახელმწიფოს ეწოდა სახალიფო. უკვე პირველმა ხალიფებმა დაიწყეს დაპყრობითი ომები. მათ გაანადგურეს სასანიანთა ირანის სახელმწიფო, დაიპყრეს ბიზანტიის აღმოსავლური პროვინციები და VIII საუკუნის 40–იან წლებში შეიჭრნენ სამხრეთ კავკასიაში. ხალიფებმა სახელმწიფოში დაამკვიდრეს ირანული საგადასახადო სისტემა.

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.