ბაგრატ I კურაპალატი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაგრატ I კურაპალატი — ტაო-კლარჯეთის მთავარი (826–876), ძე აშოტ I კურაპალატისა.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაგრატ I. |
ბაგრატ I | |
---|---|
კურაპალატი | |
ტაო-კლარჯეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 826 |
მმართ. დასასრული: | 876 |
წინამორბედი: | აშოტ I დიდი |
მემკვიდრე: | დავით I კურაპალატი |
შვილები: |
დავით ადარნასე აშოტ |
დინასტია: | ბაგრატიონი |
მამა: | აშოტ I დიდი |
დაახლოებით 830 ბიზანტიის კეისრისაგან მიიღო „ქართველთა კურაპალატის“ ტიტული.[1] 841 წლისთვის ბაგრატ I-ს უკვე გათავისუფლებული ჰქონდა არაბებისგან მთელი მესხეთი. იბრძოდა მთელი ქართლის შემოსაერთებლად. ამ მიზნით 843 მიეშველა არაბთა ხალიფის სარდალს მუჰამად იბნ ხალიდს თბილისის ამირა საჰაკისა და მისი მოკავშირე კახელების წინააღმდეგ ბრძოლაში. დაბა რეხთან დამარცხების შემდეგ ბაგრატ I ტაო-კლარჯეთში დაბრუნდა და მალე თვით საჰაკის მოკავშირე გახდა. ქართლში ბუღა თურქის ლაშქრობისას (853) ბაგრატ I არაბებს მიემხრო და მონაწილეობდა საჰაკის შეპყრობასა და ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფის ლაშქართან ბრძოლაში კვერცხობთან, მაგრამ ქართლში გაბატონება ამჯერადაც ვერ შეძლო.
გარდაიცვალა 876 წელს. დარჩა სამი ვაჟი: დავითი, ადარნასე და აშოტი.[2]
ბაგრატ I-ის დროს ტაო-კლარჯეთში გრძელდებოდა აშოტ I-ის მიერ დაწყებული დიდი საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი გრიგოლ ხანძთელი იყო.