![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/2/21/Argentina_national_football_team_logo.svg.png/640px-Argentina_national_football_team_logo.svg.png&w=640&q=50)
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
From Wikipedia, the free encyclopedia
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ესპ. Selección de fútbol de Argentina) — წარმოადგენს არგენტინას საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია. ასოციაცია ფიფას წევრია 1912 წლიდან, კონმებოლის წევრი 1916 წლიდან.
![]() | |||||||||||||||||||
მეტსახელ(ებ)ი | La Albiceleste (ცისფერ-თეთრები) | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ასოციაცია |
Asociación del Fútbol Argentino (არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია) | ||||||||||||||||||
კონფედერაცია | კონმებოლი (სამხრეთი ამერიკა) | ||||||||||||||||||
მთავარი მწვრთვნელი | ლიონელ სკალონი | ||||||||||||||||||
კაპიტანი | ლიონელ მესი | ||||||||||||||||||
ყველაზე მეტი კეპი | ლიონელ მესი (187) | ||||||||||||||||||
ბომბარდირი | ლიონელ მესი (109) | ||||||||||||||||||
სტადიონი | „ელ მონუმენტალი“ | ||||||||||||||||||
ფიფა-ს კოდი | ARG | ||||||||||||||||||
ფიფა-ს რეიტინგი | 1 (21 სექტემბერი 2023)[1] | ||||||||||||||||||
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი | 1 (1 მარტი 2007, ოქტომბერი 2007 – ივნისი 2008, ივლისი–ოქტომბერი 2015, აპრილი 2016 – აპრილი 2017, აპრილი 2023 –) | ||||||||||||||||||
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი | 20 (აგვისტო 1996) | ||||||||||||||||||
ელო-ს რეიტინგი | 1 | ||||||||||||||||||
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი | 1 (ბოლოს 2007 წლის ივლისში, 34-ჯერ ჯამში) | ||||||||||||||||||
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი | 26 (ივნისი 1990) | ||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
პირველი საერთაშორისო | |||||||||||||||||||
![]() ![]() (მონტევიდეო, ურუგვაი; 16 მაისი, 1901)[2] | |||||||||||||||||||
უდიდესი გამარჯვება | |||||||||||||||||||
![]() ![]() (მონტევიდეო, ურუგვაი; 22 იანვარი, 1942) | |||||||||||||||||||
უდიდესი დამარცხება | |||||||||||||||||||
![]() ![]() (მადრიდი, ესპანეთი; 27 მარტი, 2018) | |||||||||||||||||||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||||||||||||||||||
გამოსვლა | 18 (პირველად 1930) | ||||||||||||||||||
საუკეთესო შედეგი | ჩემპიონი (1978, 1986, 2022) | ||||||||||||||||||
კოპა ამერიკა | |||||||||||||||||||
გამოსვლა | 44 (პირველად 1916) | ||||||||||||||||||
საუკეთესო შედეგი | თასის მფლობელი (1921, 1925, 1927, 1929, 1937, 1941, 1945, 1946, 1947, 1955, 1957, 1959, 1991, 1993, 2021, 2024) | ||||||||||||||||||
კონფედერაციის თასი | |||||||||||||||||||
გამოსვლა | 3 (პირველად 1992) | ||||||||||||||||||
საუკეთესო შედეგი | თასის მფლობელი (1992) | ||||||||||||||||||
ჯილდოები
|
არგენტინის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო ნაკრებია — მათ სამჯერ მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი (პირველად 1978 წელს სესარ ლუის მენოტის თავკაცობით, მეორედ 1986 წელს კარლოს ბილარდოს, ხოლო მესამედ 2022 წელს ლიონელ სკალონის ხელმძღვანელობით) და 16-ჯერ მოიპოვეს სამხრეთ ამერიკის თასი.
არგენტინის ნაკრები ცნობილია თავისი ისტორიული მეტოქეობით ბრაზილიის,[3][4] ურუგვაის, გერმანიის და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებთან, მათ შორის გამართული პრინციპული დაპირისპირებებიდან გამომდინარე.[5][6]
არგენტინის ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობისა (187 მატჩი) და გატანილი ბურთების (109 გოლი) მიხედვით საუკეთესო შედეგი აქვს ნაკრების ამჟამინდელ კაპიტანს ლიონელ მესის, რომელსაც დიეგო მარადონასთან ერთად ყველა დროის უდიდეს არგენტინელ ფეხბურთელად მიიჩნევენ.
2024 წლის 20 ივნისის მდგომარეობით, არგენტინის ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.[7][8]