ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
From Wikipedia, the free encyclopedia
ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს ინგლისს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს ფეხბურთის ასოციაცია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ცნობილი ნაკრებების უმეტესობა სუვერენულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, გაერთიანებულ სამეფოს ოთხი წარმომადგენელი ჰყავს საერთაშორისო არენაზე.
მეტსახელ(ებ)ი | The Three Lions (სამი ლომი) | ||
---|---|---|---|
ასოციაცია | ფეხბურთის ასოციაცია | ||
კონფედერაცია | უეფა | ||
მთავარი მწვრთვნელი | გარეთ საუთგეიტი | ||
ყველაზე მეტი კეპი | პიტერ შილტონი (125) | ||
ბომბარდირი | ჰარი კეინი (59) | ||
ფიფა-ს კოდი | ENG | ||
| |||
პირველი საერთაშორისო | |||
შოტლანდია 0 - 0 ინგლისი (პატრიკი, შოტლანდია; 30 ნოემბერი, 1872) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
ირლანდია 0 - 13 ინგლისი (ბელფასტი, ჩრდ. ირლანდია; 18 თებერვალი, 1882) | |||
უდიდესი დამარცხება | |||
უნგრეთი 7 - 1 ინგლისი (ბუდაპეშტი, უნგრეთი; 23 მაისი, 1954) | |||
გამოსვლა | (პირველად [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1950|1950]]) | ||
საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული, 1966 | ||
გამოსვლა | (პირველად 1968) | ||
საუკეთესო შედეგი |
მესამე ადგილი, 1968, ნახევარფინალი 1996 |
ინგლისი იმ შვიდ ნაკრებთაგანია, რომელსაც მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი. ეს მოხდა 1966 წელს, როდესაც ინგლისი მასპინძლობდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს. მათ ფინალური მატჩის დამატებით დროში 4–2 დაამარცხეს დასავლეთ გერმანიის ნაკრები. ინგლისს, საფრანგეთის მსგავსად მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული მსოფლიო პირველობა.მას შემდეგ ინგლისელტა საუკეთესო გამოსვლა იყო 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,სადაც მათ ნახევარფინალში პენალტებით წააგეს გერმანიასთან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ინგლისი მაინც დარჩა მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმულ გუნდად, რომელიც ფიფასა და ELo–ს რეიტინგის ათეულიდან იშვიათადაა ჩამოქვეითებული. ინგლისმა ასევე გააღწია 1968 და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალში. ბრიტანულ გუნდებს შორის ინგლისი ყველაზე წარმატებული ნაკრებია 54 მოგებით, 1984 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნამდე.
ტრადიციულად, ინგლისელთა უდიდესი მეტოქეა შოტლანდია, რომელთანაც 1870 წელს პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა. შოტლანდიასთან რეგულარული შეხვედრები 80–იანი წლიების ბოლოს დასრულდა, სხვა მეტოქეები კი უფრო ცნობილი გუნდები გახდნენ. განსაკუთრებული შემთხვევებით იყო აღსავსე არგენტინასთან და გერმანიასთან მატჩები. ინგლისის ნაკრების საშინაო სტადიონი არის უემბლი.