უეფა
From Wikipedia, the free encyclopedia
უეფა (ფრანგ. UEFA - Union Européenne de Football Association, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი) — საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ევროპულ ფეხბურთს და ევროპული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და მათი ორგანიზება. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მდებარეობს აზიის ტერიტორიაზე, ასევე შესულია უეფას შემადგენლობაში. ეს ქვეყნებია: ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი, კვიპროსი, რუსეთი. უეფას წევრები არიან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანიც.
სწრაფი ფაქტები უეფა UEFA, დევიზი ...
უეფა UEFA | |
---|---|
დევიზი | We care about football |
შეიქმნა | 15 ივნისი, 1954 |
ტიპი | international sport governing body, association football federation და არაკომერციული ორგანიზაცია |
წევრები | 55 ქვეყნის ნაკრები |
მდივანი | მიშელ პლატინი (პრეზიდენტი) |
ქვეყანა | შვეიცარია |
თავმჯდომარე | Aleksander Čeferin[1] |
კავშირები | ფიფა |
https://www.uefa.com |
დახურვა
უეფა დაარსდა 1954 წლის 15 ივნისს ბაზელში. 1959 წლამდე მისი შტაბი იყო პარიზში, შემდეგ კი გადატანილ იქნა ბერნში. 1995 წლიდან იგი მდებარეობს ნიონში, შვეიცარია.