![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f3/Amaneciendo_en_La_Paz_con_el_Illimani_de_fondo.jpg/640px-Amaneciendo_en_La_Paz_con_el_Illimani_de_fondo.jpg&w=640&q=50)
ლა-პასი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლა-პასი (ესპ. La Paz) — ბოლივიის ფაქტობრივი დედაქალაქი, გაშენებულია ანდების მთებში, ლა-პასის ხეობაში, ზღვის დონიდან 3660 მეტრ სიმაღლეზე. 2020 წლის მდგომარეობით დაახლოებით 816,044 მოსახლე ცხოვრობს,[1] ლა-პასი მოსახლეობის მიხედვით ბოლივიის რიგით მესამე ქალაქია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლა-პასი La Paz Nuestra Señora de La Paz | |||||
![]() ლა-პასი ილიმანის მთის ფონზე | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
კოორდინატები | 16°30′00″ ს. გ. 68°09′00″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ხუან დელ გრანადო | ||||
დაარსდა | 20 ოქტომბერი, 1548 | ||||
ფართობი | 470 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 3,640 მ | ||||
მოსახლეობა | 877,363 კაცი (2008) | ||||
სიმჭიდროვე | 6,275.16 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | 2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 0201–0220 | ||||
ოფიციალური საიტი | ci-lapaz.gov.bo | ||||
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e3/Palace_of_gov%2C_la_paz.jpg/320px-Palace_of_gov%2C_la_paz.jpg)
ქალაქი, მდებარეობს დასავლეთით ცენტრალურ ბოლივიაში, ტიტიკაკას ტბის სამხრეთ- აღმოსავლეთით, მდინარე ჩოკეიაპუს მიერ შექმნილ კანიონში. ის მდებარეობს ალტიპლანოს მაღალი მთებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე. ქალაქს გადაჰყურებს ულამაზესი, სამ მწვერვალიანი მთა ილიმანი. მისი მწვერვალები ყოველთვის თოვლითაა დაფარული და მისი ნახვა ქალაქის მრავალი წერტილიდან არის შესაძლებელი. ზღვის დონიდან, დაახლოებით, 3,650 მეტრზე მდებარე ლა-პასი არის ყველაზე მაღალი დედაქალაქი მსოფლიოში.[2][3] თავისი სიმაღლეების გამო, ლა-პასს აქვს არაჩვეულებრივი სუბტროპიკული მაღალმთიანი კლიმატი, წვიმიანი ზაფხულითა და მშრალი ზამთრით.
ქალაქი დააარსა ალონსო მენდოსამ 1548 წელს. სახელი (La Paz — მშვიდობა) ეწოდა ესპანელ დამპყრობელთა შორის მშვიდობიანობის ჩამოვარდნის აღსანიშნავად. ლა-პასი ესპანეთის კოლონიური მმართველობის ქვეშ იყო, როგორც რიო-დე-პლატის ვიცე-სამეფო, ბოლივიის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. დაარსების დღიდან ქალაქში მრავალი აჯანყება მოხდა. 1781 წელს აბორიგენი ლიდერი და დამოუკიდებლობის აქტივისტი ტუპაკ კატარი უძღვებოდა ქალაქის ალყას ექვსი თვის განმავლობაში, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა. 1809 წლის 16 ივლისს ბოლივიის პატრიოტმა პედრო დომინგო მურილიომ წამოიწყო რევოლუცია დამოუკიდებლობისთვის, აღინიშნა ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისთვის ომის დასაწყისში, რამაც მოიპოვა სამხრეთ ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლება 1821 წელს.[4] 1825 წელს ქალაქი საბოლოოდ გაათავისუფლა გენერალმა ანტონიო ხოსე სუკრემ. 1898 წლიდან ლა-პასი ბოლივიის ფაქტობრივი დედაქალაქია (ოფიციალური დედაქალაქია — სუკრე).
როგორც ბოლივიის სამთავრობო განლაგების ადგილას, ლა-პასში მდებარეობს საპრეზიდენტო სასახლე - Palacio Quemado. აქვე მდებარეობს ბოლივიის საკანონმდებლო ორგანო, ბოლივიის ეროვნული კონგრესი და მრავალი სამთავრობო უწყება და სააგენტო. ბოლივიის საკონსტიტუციო დედაქალაქი სუკრე ინარჩუნებს სასამართლო ხელისუფლებას.[5] ქალაქი მასპინძლობს როგორც უცხოეთის საელჩოებს, ასევე საერთაშორისო მისიებს. ლა-პასი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სპორტული ცენტრი ბოლივიაში; ის წარმოშობს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 24%-ს და წარმოადგენს მთავარ ოფისს ბოლივიის მრავალი კომპანიისა და ინდუსტრიისათვის.[6]
ლა-პასი ასევე ლათინური ამერიკის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია, რადგან მასპინძლობს კოლონიური ხანის კუთვნილ რამდენიმე ღირსშესანიშნაობას, მაგალითად, სან-ფრანცისკოს ეკლესია, ლა-პასის კათედრალი, მურილიოს მოედანი და ჟენის ქუჩა. ქალაქი განთქმულია უნიკალური ბაზრებით, განსაკუთრებით ჯადოქრების ბაზრით და აქტიური ღამის ცხოვრებით.[7][8] მისი უჩვეულო ტოპოგრაფია ქალაქის და მის მიმდებარე კორდილიერა-რეალის მთებში მრავალ, უნიკალურ ბუნებრივ სანახაობას ქმნის. ლა-პასში ასევე არის მსოფლიოში უდიდესი საქალაქო საკაბელო მანქანების ქსელი.[9] 2015 წლის მაისში, იგი ოფიციალურად აღიარეს, როგორც ახალი 7 საოცრებათა ქალაქიდან ერთ-ერთი ბეირუთთან, დოჰასთან, დურბანთან, ჰავანასთან, კუალა-ლუმპურთან და ვიგანთან ერთად.[10]