From Wikipedia, the free encyclopedia
ტოპოგრაფია (ძვ. ბერძნ. τόπος – ადგილი, γράφω – ვწერ) — გეოდეზიის დარგი, რომლის ამოცანას შეადგენს კარტოგრაფიის უზრუნველყოფა მაღალი სიზუსტის გეოდეზიური საფუძვლის ბაზაზე შექმნილი მსხვილმასშტაბიანი რუკებით; იმავე ბაზაზე საკუთარი საყრდენი საფუძვლის შექმნა შედარებით მცირე სივრცეებისათვის; ადგილის აგეგმვა; განაზომთა მათემატიკური დამუშავება გამონათვალთა გრაფიკულად გამოხაზვა ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების სახით. ტოპოგრაფია შეისწავლის აგრეთვე ტოპოგრაფიული რუკების დახაზვის მეთოდებს.
ტოპოგრაფია განიხილება როგორც კარტოგრაფიის ცალკე განხრა, რომელიც სწავლობს ამა თუ იმ ტერიტორიის კარტოგრაფირების პრობლემებს. ტოპოგრაფიული სფეროს ინტერესებში შედის ასევე ტოპოგრაფიული რუკები, სახელდობრ: მათი შედგენა-განახლების მეთოდიკა, სიზუსტისა და კლასიფიკაციის საკითხებისა და ადგილის სხვადასხვა ინფორმაციის დამუშავება.
თანამედროვე ტოპოგრაფიის განვითარების ეტაპი ხასიათდება კომპიუტერული მეთოდების ფართო დამუშავებით, რასაც საბოლოოდ მივყავართ ტოპოგრაფიული რუკების შექმნასთან. მეტად პერსპექტიული მხარეა – აეროგადაღება ინფორმაციის ავტომატური ამოცნობით EVM-ს დახმარებით და მისი შემდგომი კლასიფიკაცია და აგებულება GIS სისტემის საფუძველზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.