მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930 — ფიფა-ს მსოფლიო თასის პირველი გათამაშება, რომელიც ურუგვაიში ჩატარდა 13-დან 30 ივლისამდე. ფიფა-მ ეს სამხრეთამერიკული ქვეყანა იმიტომ აირჩია, რომ ისინი ფეხბურთში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები იყვნენ. ამასთანავე, აღინიშნებოდა მათი დამოუკიდებლობის ასი წლისთავი და მსოფლიო ჩემპიონატის ამ ქვეყანაში ჩატარება ზეიმის ელფერს მიიღებდა. ჩემპიონატის ყველა მატჩი გაიმართა დედაქალაქ მონტევიდეოში, უმეტესობა სენტენარიოს სტადიოზე, რომელიც სპეციალურად ამ ტურნირისათვის აშენდა.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930 1er Campeonato Mundial de Futbol | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | ურუგვაი |
ქალაქები | 1 |
სტადიონები | 3 |
ტურნირის ვადები | 13 ივლისი – 30 ივლისი |
მონაწილე | 13 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | ურუგვაი |
მეორე ადგილი | არგენტინა |
მესამე ადგილი | აშშ |
მეოთხე ადგილი | იუგოსლავია |
ტურნირის სტატისტიკა | |
დასწრება | 434 500 (24 139 თამაშზე) |
მატჩები | 18 |
გოლები | 70 (3.89 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | გილერმო სტაბილე (8 გოლი) |
ჩემპიონატში სულ 13 ქვეყანა მონაწილეობდა: 7 სამხრეთ ამერიკიდან, 4 ევროპიდან, ხოლო 2 ჩრდილოეთ ამერიკიდან. შეჯიბრება შერეული წესით ჩატარდა: გუნდები ოთხ ქვეჯგუფებად დაიყვნენ და წრიულად ითამაშეს. ჯგუფის გამარჯვებულები პლე-ოფში გავიდნენ და ოლიმპიური სისტემით განაგრძეს ასპარეზობა.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრები შედგა 1930 წლის 13 ივლისს და დასრულდა საფრანგეთისა და აშშ-ის ნაკრებების გამარჯვებით, რომლებმაც, შესაბამისად, მექსიკა 4–1 და ბელგია 3–0 დაამარცხეს. პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში გაიტანა ფრანგმა ლუსიენ ლორანმა. ფინალში, ურუგვაიმ 93 ათასი მაყურებლის წინაშე დაამარცხა არგენტინის ნაკრები ანგარიშით 4–2 და გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული.[1]