მონტევიდეო
From Wikipedia, the free encyclopedia
მონტევიდეო (ესპანურად - Montevideo) — ურუგვაის დედაქალაქი, ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი და ნავსადგური. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქს, რომლის ფართობი 201 კვადრატული კილომეტრია, 1,319,108 მოსახლე ჰყავს (ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი).[1] მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთით, მდინარე რიო-დე-ლა-პლატას ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
მონტევიდეო Montevideo | |||
| |||
ქვეყანა | ურუგვაი | ||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||
კოორდინატები | 34°53′00″ ს. გ. 56°10′00″ დ. გ. | ||
მუნიციპალიტეტი | რიკარდო ეჰრლიხი | ||
დაარსდა | 1726 | ||
ფართობი | 526 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 43 მ | ||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | ||
მოსახლეობა | 1,325,968 კაცი (2004) | ||
სიმჭიდროვე | 2,523 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | America/Montevideo | ||
სატელეფონო კოდი | +02 | ||
საფოსტო ინდექსი | 10000 | ||
საავტომობილო კოდი | S | ||
ოფიციალური საიტი | montevideo.gub.uy | ||
დაარსდა 1726 წელს ბრუნო მაურისიო დე საბალას მიერ, რაც უდიდეს სტრატეგიული სვლად შეიძლება ჩაითვალოს ესპანურ-პორტუგალიური დავაში რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფოსთან დაკავშირებით, ამავე დროს, მონტევიდეო გახდა ესპანური კოლონია საკრამენტოს „დარაჯი“.
მდებარეობს ურუგვაის სამხრეთ ნაწილში, რიო-დე-ლა-პლატის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ატლანტის ოკეანის უბეში. 1807 წელს მცირე დროით იყო ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ. მონტევიდეო არის ლათინური ამერიკის წამყვანი სავაჭრო ბლოკების, მერკოსურის და ALADI-ს ადმინისტრაციული შტაბის ადგილი; ქალაქის პოზიცია ევრობაში ბრიუსელის როლის მსგავსია.[2]
2019 წლის მერკერის მოხსენების თანახმად, მონტევიდეოს ცხოვრების დონით ლათინურ ამერიკაში პირველი ადგილი უჭირავს;[3] ქალაქი ამ წოდებას 2005 წლიდან ინარჩუნებს.[4][5][6][7][8] 2010 წლის მდგომარეობით, მონტევიდეო იყო მე-19 უდიდესი ქალაქი ეკონომიკით კონტინენტზე და მე-9 ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე დასახლება დიდ ქალაქებს შორის.[9] 2020 წელს მისი პროგნოზირებული მშპ 49,7 მილიარდი დოლარია, რაც ერთ სულ მოსახლეზე 28,385 აშშ დოლარი გამოდის.[10]
2018 წელს იგი კლასიფიცირდა როგორც ბეტა გლობალური ქალაქი, რომელიც ლათინურ ამერიკაში მერვე, ხოლო მსოფლიოში 84-ე ადგილზეა.[11] ქალაქმა უმასპინძლა 1930 წლის ფიფას პირველი მსოფლიო თასის ყველა თამაშს.
1807 წელს, ქალაქი ბრიტანეთის მმართველობის ქვეში იმყოფებოდა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, მონტევიდეო ჩართული აღმოჩნდა ლა-პლატის ბრძოლაში, რომელიც ამ ომის ერთ-ერთ პირველ საზღვაო ბრძოლა იყო.
მონტევიდეო საკმაოდ მდიდარია კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობით. მისი არქიტექტურა უბადლოდ მიიჩნევა მთელს სამხრეთ ამერიკაში, ირეკლავს რა მის კოლონიურ წარსულს არტ-დეკოს სტილით დამთავრებული, სადაც საოცრად იგრძნობა ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული და ბრიტანული კვალი.
მონტევიდეო ქვეყნის განათლების კერაა, სადაც პირველი უნივერსიტეტი „Universidad de la República“ 1849 წელს დაარსდა.