მთლიანი შიდა პროდუქტი
From Wikipedia, the free encyclopedia
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) (ინგლ. gross domestic product - GDP), ასევე ერთობლივი შიდა პროდუქტი (ეშპ) — ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულება. მშპ ეროვნული შემოსავლებისა და წარმოების ზომის გამოთვლის ერთ-ერთი მეთოდია. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ქვეყნის ცხოვრების სტანდარტის ერთ-ერთი ინდიკატორი, თუმცა ამ მეთოდს გარკვეული ნაკლოვანებებიც აქვს. ეკონომიკურ ფორმულებში მშპ-ს ხშირად აღნიშნავენ ლათინური Y-ით.