მდინარე საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში და თბილისში From Wikipedia, the free encyclopedia
ლოჭინი (საცხენისი, ლოჭინისხევი[1], ომანისხევი[2]) — მდინარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში და თბილისში. იწყება იალნოს ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1085 მ სიმაღლეზე. მიედინება ივრის ზეგანზე. მტკვრის მარცხენა შენაკადი ფონიჭალასთან. სიგრძე 30 კმ, აუზის ფართობი 207 კმ²[2] (317 კმ²[3]). მთავარი შენაკადებია ნორიოსხევი, ალიხევი, საცხენისი, ლილოსხევი.[2] საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში, წყალმოვარდნები — ზაფხულსა და შემოდგომაზე. იყენებენ სარწყავად. ლოჭინის მარჯვენა მხარეს გაშენებულია თბილისის უბანი ლილო.
ლოჭინი | |
---|---|
მდ. ლოჭინი (გარდაბნის გზატკეცილთან) | |
სხვა სახელი | საცხენისი, ლოჭინისხევი, ომანისხევი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ქვემო ქართლის მხარე, თბილისი |
ქალაქები | თბილისი |
სათავე |
იალნოს ქედი 41°44′48″ ჩ. გ. 45°01′32″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1085 მ |
შესართავი |
მტკვარი 41°37′23″ ჩ. გ. 44°56′16″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | თბილისი |
სიგრძე | 30 კმ |
აუზის ფართობი | 207 კმ² |
— სათავე, — შესართავი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.