ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვ From Wikipedia, the free encyclopedia
იალნოს ქედი — ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის, ქვემო ქართლის მხარის გარდაბნის და კახეთის მხარის საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. კავკასიონის სისტემასთან (ქართლის ქედთან) დაკავშირებული საშუალო სიმაღლის განედური ქედია გარე კახეთში და საგურამოს ქედის აღმოსავლეთი გაგრძელებაა. იგივე ძვ. „აკრიანის მთები“ (ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „იალონი“). სიგრძე 18 კმ. უმაღლესი პუნქტი მთა იალნო (1874 მ). აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით (კონგლომერატებით, ქვიშაქვებით, თიხებით). საგურამოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზატკეცილით. წარმოადგენს წყალგამყოფს, ერთი მხრივ, მდინარეების თეზმისა (არაგვის მარცხენა შენაკადი) და გორანის (ივრის მარჯვენა შენაკადი) და მეორე მხრივ მდინარეების ნორიოსხევის, მარტყოფისხევის და საცხენისხევისას. კალთები შემოსილია მუხნარით, მუხნარ-რცხილნარითა და წიფლნარით.
იალნოს ქედი | |
---|---|
იალნოს ქედი და მარტყოფის მონასტერი | |
კოორდინატები: 41°51′19″ ჩ. გ. 44°59′25″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე, ქვემო ქართლის მხარე, კახეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | იალნო |
სიმაღლე | 1874 მ |
სიგრძე | 18 კმ |
ამგებელი ქანები | კონგლომერატი, ქვიშაქვა, თიხა |
სურათები ვიკისაწყობში |
თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.