მეტალიკის საკონცერტო ალბომი From Wikipedia, the free encyclopedia
S&M (აბრევიატურა „სიმფონია და მეტალიკა“, ისევე როგორც სიტყვათა გადათამაშებით - სადომაზოხიზმი) — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის საკონცერტო ალბომი, ჩაწერილი სან-ფრანცისკოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაიკლ კემენის დირიჟორობით. ჩაიწერა 21 და 22 აპრილს ბერკლის საზოგადოებრივ თეატრში. ეს არის მეტალიკის ბოლო ალბომი (მაგრამ არა ბოლო შესრულება) ბასისტ ჯეისონ ნიუსტედთან ერთად.
S&M | ||||
---|---|---|---|---|
საკონცერტო ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 23 ნოემბერი, 1999 | |||
ჩაიწერა | 21-22 აპრილი, 1999 | |||
ჟანრი | მძიმე მეტალი, სიმფონიური მეტალი, თრეშ მეტალი, ნეო-კლასიკური მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 133:02 | |||
ლეიბლი | Elektra, Vertigo | |||
პროდიუსერი | ბობ როკი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი, მაიკლ კემენი | |||
მეტალიკა — ქრონოლოგია | ||||
| ||||
მეტალიკის ვიდეოს — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან S&M | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [3] |
Collector's Guide to Heavy Metal | 5/10[4] |
Encyclopedia of Popular Music | [5] |
Entertainment Weekly | B[6] |
Q | [7] |
Rolling Stone | [8] |
The Rolling Stone Album Guide | [9] |
Spin | 8/10[7] |
S&M შეიცავს მეტალიკის სიმღერებს ორკესტრის თანხლებით. საორკესტრო პარტიები შექმნილია მაიკლ კემენის მიერ, რომელიც ასევე დირიჟორობდა ორკესტრს კონცერტის განმავლობაში. მძიმე მეტალისა და ეპიკური კლასიკური მიღწევების ერთმანეთთან შერწყმის იდეა, ჯეიმზის არაერთგზის მტკიცებით, კლიფ ბარტონის იდეა იყო.[10][11] ბარტონის სიყვარული კლასიკური მუსიკისადმი, განსაკუთრებით კი იოჰან სებასტიან ბახისადმი, შესაძლოა შევამჩნიოთ მრავალ ინსტრუმენტალურ ნაწილში ალბომებში Ride the Lightning და Master of Puppets.[12]. შთაგონების წყაროს წარმოადგენდა ასევე Deep Purple-ის 1969 წლის Concerto for Group and Orchestra. ფარფლებმა გაიხსენეს თავიანთი ჰიბრიდული მუსიკალური წარმოდგენა 1999 წელს ალბმში Live at the Royal Albert Hall, მას მერე რაც შეამჩნიეს, რომ მეტალიკამ წარმატებით ჩაატარა მსგავსი კონცერტი წლის პირველ მეოთხედში.
ადრინდელ სიმღერებთან ერთად Ride the Lightning-დან Reload-მდე ალბომში წარმოდგენილია ორი ახალი კომპოზიცია: No Leaf Clover და −Human, ასევე სიმფონიური ქავერი ენიო მორიკონეს სიმღერის The Ecstasy of Gold. მას მერე No Leaf Clover-ს შესავალის სარკესტრო ჩანაწერის დახმარებით კონცერტებზე ხშირად ასრულებდა მეტალიკა. −Human, წოდებული Minus Human-ად, Electronic Arts-ის თამაშის NHL 99 საუნდტრეკი გახდა. თუმცა შემდგომ კონცერტებზე აღარ შესრულებულა მეტალიკის მიერ.
კიდევ რამდენიმე სიმღერა - Wasting My Hate, The Unforgiven და Fade to Black - განიხილებოდა ასარჩევად კონცერტისთვის, მაგრამ მეტალიკამაც და კემენმაც ერთსულოვნად გადაწყვიტეს, რომ ისინი კარგად ვერ ერგებოდნენ სიმფონიურ აკომპანემენტს. დოკუმენტურ ფილმში S&M-ზე ჩანს მეტალიკისა და კემენის დისკუსია ანტი-ნოუვეარ ლიგისა და მეტალიკის ფავორიტი ქავერის So What ორკესტრირებაზე, თუმცა ორივე მხარე აშკარად ხუმრობდა და სიმღერის შესრულების არანაირი გეგმები არ ჰქონდათ.
ცვლილებები იქნა შეტანილი რამდენი სიმღერის ტექსტში, რომელთაგან ყველაზე უფრო აშკარაა ცვლილებები სიმღერაში The Thing That Should Not Be, სადაც ორი ტაეპი იქნა მოშორებული და მათ მაგივრად მესამე ტაეპი იქნა დამატებული.
დისკი 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „The Ecstasy of Gold“ | ენიო მორიკონე | 2:31 |
2. | „The Call Of Ktulu“ | დეივ მასტეინი, ჯეიმზ ჰეტფილდი, კლიფ ბარტონი, ლარს ულრიხი | 9:34 |
3. | „Master of Puppets“ | კირკ ჰემეტი, ჰეტფილდი, ბარტონი, ულრიხი | 8:55 |
4. | „Of Wolf and Man“ | ჰემეტი, ჰეტფილდი, ულრიხი | 4:19 |
5. | „The Thing That Should Not Be“ | ჰემეტი, ჰეტფილდი, ულრიხი | 7:27 |
6. | „Fuel“ | ჰემეტი, ჰეტფილდი, ულრიხი | 4:36 |
7. | „The Memory Remains“ | ჰეტფილდი, ულრიხი | 4:42 |
8. | „No Leaf Clover“ (პირველად ამ ალბომში გამოიცა) | ჰეტფილდი, ულრიხი | 5:43 |
9. | „Hero of the Day“ | ჰემეტი, ჰეტფილდი, ულრიხი | 4:45 |
10. | „Devil's Dance“ | ჰეტფილდი, ულრიხი | 5:26 |
11. | „Bleeding Me“ | ჰემეტი, ჰეტფილდი, ულრიხი | 9:02 |
დისკი 2 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Nothing Else Matters“ | ჰეტფილდი, ულრიხი | 6:47 |
2. | „Until It Sleeps“ | ჰეტფილდი, ულრიხი | 4:30 |
3. | „For Whom the Bell Tolls“ | ჰეტფილდი, ბარტონი, ულრიხი | 4:52 |
4. | „Human“ (პირველად ამ ალბომში გამოიცა) | ჰეტფილდი, ულრიხი | 4:20 |
5. | „Wherever I May Roam“ | ჰეტფილდი, ულრიხი | 7:02 |
6. | „The Outlaw Torn“ | ჰეტფილდი, ულრიხი | 9:59 |
7. | „Sad But True“ | ჰეტფილდი, ულრიხი | 5:46 |
8. | „One“ | ჰეტფილდი, ულრიხი | 7:53 |
9. | „Enter Sandman“ | ჰემეტი, ჰეტფილდი, ულრიხი | 7:39 |
10. | „Battery“ | ჰეტფილდი, ულრიხი | 7:25 |
მეტალიკამ გადაიღო ფილმი კონცერტზე და უეინ იშემის რეჟისორობით გამოსცა DVD-სა და VHS-ის ფორმატებით. VHS-ზე იყო მხოლოდ საკონცერტო ჩანაწერი, მაშინ როდესაც ორმაგ DVD-ს ჰქონდა 5.1 ხმა, 41 წუთიანი დოკუმნტური ფილმი კონცერტის შესახებ, No Leaf Clover-ის ორი მუსიკალური ვიდეო: Slice & Dice და Maestro Edit ვერსიები. DVD ასევე შეიცავს მულტიკამერულ ოთხ სიმღერას - Of Wolf and Man, Fuel, Sad but True და Enter Sandman, სადაც ყველა წევრის ინდივიდუალურად დანახვაა შესაძლებელი.
ჩარტი (1999) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[13] | 1 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[14] | 16 |
დანიის ალბომები (Hitlisten)[15] | 3 |
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[16] | 2 |
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[17] | 7 |
გერმანიის ალბომები (Media Control)[18] | 1 |
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[19] | 11 |
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[20] | 1 |
ესპანეთის ალბომები (AFYVE)[21] | 6 |
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[22] | 1 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[23] | 33 |
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[24] | 2 |
ჩარტი (2000) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[25] | 3 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[26] | 4 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[27] | 2 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[28] | 4 |
წელი | სინგლი | ჩარტი | პოზიცია |
---|---|---|---|
1999 | No Leaf Clover | Mainstream Rock Tracks | 1 |
Modern Rock Tracks | 18 | ||
2000 | Billboard Hot 100 | 74 |
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრალია (ARIA)[29] | პლატინა | 70 000^ |
ავსტრია (IFPI Austria)[30] | პლატინა | 50 000x |
კანადა (Music Canada)[31] | 3× პლატინა | 300 000^ |
საფრანგეთი (SNEP)[32] | პლატინა | 300 000* |
გერმანია (BVMI)[33] | პლატინა | 300 000^ |
ახალი ზელანდია (RMNZ)[34] | 2× პლატინა | 30 000^ |
პოლონეთი (ZPAV)[35] | 2× პლატინა | 200 000* |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[36] | 2× პლატინა | 100 000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[37] | პლატინა | 300 000^ |
აშშ (RIAA)[38] | 5× პლატინა | 5,531,000^ |
ჯამში | ||
ევროპა (IFPI)[39] | 2× პლატინა | 2 000 000* |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრალია (ARIA)[40] | 7× პლატინა | 105 000^ |
ავსტრია (IFPI Austria)[41] | ოქრო | 5 000x |
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[42] | პლატინა | 50 000* |
აშშ (RIAA)[43] | 6× პლატინა | 600 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
წელი | გამარჯვებული | კატეგორია |
---|---|---|
2001 | The Call of Ktulu | საუკეთესო როკ ინსტრუმენტული შესრულება |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.