From Wikipedia, the free encyclopedia
„Nothing Else Matters“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა და სინგლი ალბომიდან Metallica, რომელმაც 1992 წელს მეთერთმეტე ადგილს მიაღწია ბილბორდის ჩარტში ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები და მრავალ ქვეყანაში საუკეთესო ათეულებში მოხვდა. ცნობილია, რომ მისი მრავალი, 100-ზე მეტი ქავერ-ვერსია არსებობს[2].
„Nothing Else Matters“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — მეტალიკა | ||||
ალბომიდან Metallica | ||||
B-მხარე |
| |||
გამოსვლის თარიღი | 20 აპრილი, 1992 | |||
ჩაიწერა | 30 მაისი, 1991, | |||
სტუდია | One on One Studios (ამჟამად 17 Hertz Studio), ლენკერშიმის ბულვარი, 5253 Lankershim Blvd., ჩრდილოეთი ჰოლივუდი, კალიფორნია | |||
ჟანრი | მძიმე მეტალი[1] | |||
ხანგრძლივობა | 6:28 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra | |||
ავტორ(ებ)ი |
| |||
პროდიუსერი | ||||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
აუდიომაგალითი | ||||
|
ჯეიმზმა „Nothing Else Matters“-ის შესავალი მეგობარ გოგონასთან ტელეფონზე საუბრისას დაწერა. სიმღერის ტექსტიც მას ეძღვნება. სანამ ცალი ხელით ყურმილი ეჭირა, მეორეთი გიტარას უკრავდა. საუბრის დასრულების შემდეგ დაუმატა კიდევ გარკვეული შტრიხები.
ჯეიმზი ამბობს:
სიმღერა გახდა ჰიტი და განსაკუთრებული დამახასიათებელი შტრიხი მეტალიკას კონცერტებისათვის. ესაა მეტალიკის იმ მცირერიცხოვანი სიმღერებიდან ერთ-ერთი, სადაც გიტარის სოლოს ჰემეტის მაგივრად ჰეტფილდი ასრულებს.
მუსიკალური ვიდეოს პრემიერა 1992 წლის 26 თებერვალს MTV-ზე შედგა. კლიპის რეჟისორი იყო ადამ დუბინი. მოიცავს ნაწყვეტებს დოკუმენტური ფილმიდან A Year and a Half in the Life of Metallica, რომელიც გადაღებულია Metallica-ზე მუშაობისას. ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია, თუ როგორ უკრავს ჰეტფილდი თორმეტ სიმიან გიტარაზე. MTV აღარ უშვებდა ამ ვიდეოს დღის საათებში, რადგან მასში ჩანს სტუდიაში დაკიდული პოსტერები, რომლებზედაც შიშველი ადამიანები არიან გამოსახულნი. ვიდეოში აგრეთვე ჩანს კიფ უინგერის ფოტო, რომელსაც ლარს ულრიხი, როგორი შთაბეჭდილებაც იქმნება, მოკლე ხელით სატყორცნ ისრებს ესროდა.
აშშ, აუდიოკასეტა | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Nothing Else Matters“ | 6:30 |
2. | „Enter Sandman“ (ცოცხალი) | 5:26 |
საერთაშორისო სინგლი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Nothing Else Matters“ | 6:30 |
2. | „Enter Sandman“ (ცოცხალი) | 5:26 |
3. | „Harvester of Sorrow“ (ცოცხალი) | 6:02 |
4. | „Nothing Else Matters“ (დემო) | 5:52 |
ჩაწერილია ცოცხლად უემბლიზე, ლონდონი, 20 აპრილი, 1992 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Enter Sandman“ | 5:39 |
2. | „Sad but True“ | 5:30 |
3. | „Nothing Else Matters“ | 6:17 |
1999 წლის CD სინგლი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Nothing Else Matters“ (ცოცხალი) | 6:47 |
2. | „For Whom the Bell Tolls“ (ცოცხალი) | 4:52 |
3. | „- Human“ (ცოცხალი) | 4:19 |
4. | „Nothing Else Matters“ (ვიდეო) |
„Nothing Else Matters“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — მეტალიკა | ||||
ალბომიდან S&M | ||||
B-მხარე |
For Whom the Bell Tolls(S&M ვერსია)/ -Human | |||
გამოსვლის თარიღი | 2000 | |||
ჩაიწერა | 21-22 აპრილი, 1999 წელი, ბერკლის საზოგადოებრივი თეატრი, კალიფორნია | |||
ჟანრი | მძიმე მეტალი, აკუსტიკური როკი | |||
ხანგრძლივობა | 6:47 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra | |||
ავტორ(ებ)ი | ჰეტფილდი, ულრიხი | |||
პროდიუსერი |
ჯეიმზ ჰეტფილდი ლარს ულრიხი ბობ როკი მაიკლ კემენი | |||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„შავი ალბომის“ გამოსვლიდან მცირე ხანში ჯგუფის პროდიუსერმა ბობ როკმა შესთავაზა მეტალიკას „Nothing Else Matters“-თვის დაემატებინათ ორკესტრი. დაუკავშირდნენ სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორს, მაიკლ კემენს, და სთხოვეს დაეწერა მათთვის საორკესტრო პარტია და გაუგზავნეს მას სიმღერის ჩანაწერი. მაიკლმა დაწერა და გამოუგზავნა აღნიშნული პარტია, მაგრამ მას აღარავინ დაკავშირებია.
მალე მაიკლ კემენი 1992 წელს გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე შეხვდა ჯგუფს კულისებში. მათ მოასმენინეს სიმღერის ე.წ. „ლიფტის ვერსია“ (Elevator Version, განთავსებულია სინგლის Sad But True B-მხარეზე). ეს არის ჩანაწერი, სადაც ელექტრული გიტარები ჩანაცვლებულია აკუსტიკურით (სოლოს შესრულების დროსაც კი), ისმის მხოლოდ ჯეიმზის ხმა, გიტარა და ორკესტრი. მაიკლს მოეწონა იგი და შესთავაზა ჯგუფს კონცერტის ჩატარება ორკესტრთან ერთად. ამ მომენტისთვის ჯგუფი მხოლოდ დაპირდა, რომ იფიქრებდნენ ამაზე. შედეგად 1999 წლის 21-22 აპრილს ჩაატარეს კონცერტი ორკესტრთან ერთად და გამოუშვეს ამ კონცერტის ჩანაწერი ალბომად, სახელწოდებით S&M, რომელშიც შედის Nothing Else Matters „გაორკესტრებული“ ვერსიაც.
მეტალიკამ 2000 წლის 4 იანვარს გამოუშვა სინგლი Nothing Else Matters '99, რომელშიც შესულია სიმღერის S&M ვერსია, ხოლო B-გვერდზე - For Whom The Bell Tolls (S&M ვერსია) და Human. ამ ვერსიაში ჯეიმზი მთლიან სიმღერას უკრავს აკუსტიკურ გიტარაზე, სოლოს დროსაც კი.
სიმღერის პოპულარობამ და იმ ფაქტმა, რომ შედარებით მეტალიკის სხვა სიმღერებთან ადვილი დასაკვრელია, გამოიწვია ქავერ-ვერსიების სიმრავლე. დღეისთვის ცნობილია „Nothing Else Matters“-ის ორმოცზე მეტი ქავერი, რომლებსაც ასრულებენ Apocalyptica, String Quartet, სკოტ დ. დეივისი, Gregorian, მარკო მეისინი და სხვები.
„Nothing Else Matters“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — მეტალიკა | ||||
ალბომიდან S&M | ||||
B-მხარე |
For Whom the Bell Tolls(S&M ვერსია)/ -Human | |||
გამოსვლის თარიღი | 2000 | |||
ჩაიწერა | 21-22 აპრილი, 1999 წელი, ბერკლის საზოგადოებრივი თეატრი, კალიფორნია | |||
ჟანრი | მძიმე მეტალი, აკუსტიკური როკი | |||
ხანგრძლივობა | 6:47 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra | |||
ავტორ(ებ)ი | ჰეტფილდი, ულრიხი | |||
პროდიუსერი |
ჯეიმზ ჰეტფილდი ლარს ულრიხი ბობ როკი მაიკლ კემენი | |||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
ჩარტი (1992–93) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრალია (ARIA)[4] | 8 |
ბელგია (Ultratop 50 - ფლანდრია)[5] | 5 |
Canada Top Singles (RPM) | |
საფრანგეთი (SNEP)[6] | 10 |
გერმანია (Official German Charts)[7] | 9 |
ირლანდია (IRMA) | |
იტალია (FIMI)[8] | 7 |
ნიდერლანდები (Nederlandse Top 40)[9] | 5 |
ახალი ზელანდია (Recorded Music NZ)[10] | 11 |
ესპანეთი (TVE/AFYVE)[11] | 5 |
შვედეთი (Sverigetopplistan)[12] | 14 |
შვეიცარია (Schweizer Hitparade)[13] | 5 |
ბრიტანეთის სინგლები (ოფიციალური ჩარტების კომპანია)[14] | 6 |
აშშ - Billboard Hot 100[15] | 34 |
აშშ Mainstream Rock (Billboard)[16] | 11 |
ჩარტი (1999-2000) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრია (Ö3 Austria Top 40)[17] | 6 |
შვედეთი (Sverigetopplistan)[12] | 14 |
ჩარტი (2007–10) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
დანია (Tracklisten)[18] | 23 |
ფინეთი (Suomen virallinen lista)[19] | 14 |
ირლანდია (IRMA)[20] | 28 |
ნორვეგია (VG-lista)[21] | 3 |
შვედეთი (Sverigetopplistan)[12] | 12 |
შვეიცარია (Schweizer Hitparade)[13] | 10 |
ბრიტანეთის სინგლები (ოფიციალური ჩარტების კომპანია)[14] | 53 |
ჩარტი (2012–16) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ირლანდია (IRMA)[22] | 77 |
საფრანგეთი (SNEP)[6] | 162 |
შვეიცარია (Schweizer Hitparade)[13] | 40 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.