From Wikipedia, the free encyclopedia
„Sad but True“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა და მეხუთე სინგლი მათივე მეხუთე სტუდიური ალბომიდან Metallica.
„Sad but True“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — მეტალიკა | ||||
ალბომიდან Metallica | ||||
B-მხარე |
Harvester of Sorrow (საკონცერტო)/So What? Nothing Else Matters (ლიფტის ვერსია)/Creeping Death (საკონცერტო)/Sad but True (დემო) | |||
გამოსვლის თარიღი | 8 თებერვალი, 1993[1] | |||
ჩაიწერა |
1990 –1991, სტუდიაში One on One ლოს-ანჯელესი, კალიფორნია | |||
ჟანრი | მძიმე მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 5:24 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra | |||
ავტორ(ებ)ი |
ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი | |||
პროდიუსერი | ბობ როკი | |||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
აუდიომაგალითი | ||||
yes
|
ჯეიმზ ჰეტფილდს ამ სიმღერის შექმნის ბიძგი მისცა ფილმმა „მაგია“, ენტონი ჰოპკინზის მონაწილეობით. ამ ფილმის იდეა არის პიროვნების გაორება, რაც გადმოცემულია ჰოპკინზისა და მისი ხელის თოჯინის ურთიერთობით.[2][3]
მუსიკა დაწერილია ჯეიმზ ჰეტფილდისა და ლარს ულრიხის მიერ.[4] ამ სიმღერისთვის ჯგუფმა გიტარები მომართა მთელი საფეხურით ქვემოთ, D ტიუნინგით, ხოლო ბას-გიტარა — A ტიუნინგით, რომელიც გიტარის D ტიუნინგს შეესაბამება.[3]
2004 წელს Guitar Player-მა მოათავსა ჯეიმზ ჰეტფილდის ტონი ამ სიმღერიდან სიაში ყველა დროის 50 საუკეთესო ტონი[5]
სიმღერის ტექსტის ინტერპრეტაცია რამდენიმენაირად არის შესაძლებელი. გავრცელებული მოსაზრებით, იგი ადამიანის ბოროტ ნაწილზეა, რომელიც ცდილობს გააკონტროლოს დანარჩენი ნაწილიც.[2] სხვა ვერსიებით, იგი რელიგიისადმი ბრმა რწმენაზეა.[3]
სიმღერაზე გადაღებული იქნა მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორიცაა უეინ იშემი. ვიდეო გადაღებულია 1992 წლის იანვარში ჯგუფის კონცერტზე სან-დიეგოში, კალიფორნია, და, ფაქტობრივად, ასახავს ჯგუფის შესრულებას ამ კონცერტზე. მისი პრემიერა გაიმართა იმავე წლის 5 ოქტომბერს.[6]
Sad but True პირველად ცოცხლად შესრულდა 1991 წლის 1 აგვისტოს პეტალუმაში, კალიფორნია.[4] გამოსვლის დღიდან სიმღერა მეტალიკის კონცერტების განუყრელ შემადგენელ ნაწილად იქცა.[2] იგი მეტალიკის იმ რამდენიმე სიმღერის შორისაა, რომლებიც ათაზე მეტჯერ იქნა შესრულებული ცოცხლად.[4]
სიმღერა შეტანილია ასევე მეტალიკისა და სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის (მაიკლ კემენის დირიჟორობით) ერთობრივ ნამუშევარში S&M.
ჩარტი | უმაღლესი პოზიცია |
ხანგრძლივობა ჩარტში(კვირებში) |
---|---|---|
ნიდერლანდების სინგლების ჩარტი | 10[7] | 18 |
შვედეთის სინგლების ჩარტი | 31[8] | 3 |
ნორვეგიის სინგლების ჩარტი | 5[9] | 13 |
ავსტრალიის სინგლების ჩარტი | 48[10] | 1 |
ახალი ზელანდიის სინგლების ჩარტი | 42[11] | 2 |
ბრიტანეთის სინგლების ჩარტი | 20[12] | 3 |
აშშ-ის ბილბორდის ცხელი ასეული | 74[13] | 10 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.