From Wikipedia, the free encyclopedia
„Until It Sleeps“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის პირველი სინგლი და მეოთხე სიმღერა მათივე 1996 წლის სტუდიური ალბომიდან Load.
„Until It Sleeps“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — მეტალიკა | ||||
ალბომიდან Load | ||||
B-მხარე | 2 X 4 (საკონცერტო)/ F.O.B.D./ Kill/ Ride Medley (საკონცერტო)/ Until it Sleeps (ჰერმან მელვილის მიქსი)/ Overkill (საკონცერტო) | |||
გამოსვლის თარიღი | 21 მაისი, 1996[1] | |||
ჩაიწერა | 1995 | |||
ჟანრი | მძიმე როკი | |||
ხანგრძლივობა | 4:30 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra | |||
ავტორ(ებ)ი |
ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი | |||
პროდიუსერი |
ბობ როკი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი | |||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
აუდიომაგალითი | ||||
yes
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
სიმღერის ადრეულ დემო ვერსიას ერქვა F.O.B.D, რადგან ჯგუფის წევრებს აგონებდათ ჯგუფის Soundgarden სიმღერას Fell on Black Days. იგი ჩაიწერა 1995 წლის 8 დეკემბერს. მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ტექსტი მუსიკას.[2]
ტექსტის ავტორი ჯეიმზ ჰეტფილდია. ეს არის კიდევ ერთი ტექსტი, რომელიც ეძღვნება ქრისტიანულ სწავლებას. მისი მნიშვნელობის ინტერპრეტაცია შესაძლოა ორგვარად: ჯეიმზის მშობლების ბრძოლა ავადმყოფობასთან[2][3][4] და ჯეიმზის ბრძოლა ალკოჰოლთან[3][4], ან ორივე ერთად. მასში გადმოცემულია, თუ როგორ ჭამს ადამიანს სიმსივნე, შემდეგ კი ორივე (ადამიანიცა და სიმსივნეც) ერთად იღუპებიან. ასევე ჯეიმზის მცდელობა დარდის ალკოჰოლით განქარვებისა, რომელიც შემდეგ მას ისე „შეეჩვია“, რომ ახლა უკვე ცდილობს, როგორმე გაექცეს მას.
მუსიკა დაწერილია ჯეიმზ ჰეტფილდისა და ლარს ულრიხის მიერ. სიმღერა სინგლის სახით გამოვიდა 1996 წლის 22 მაისს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 21 მაისს — მსოფლიოს მასშტაბით. 1996 წლის 6 აგვისტოს სინგლს მიენიჭა ოქროს სტატუსი, გაიყიდა რა 500 000-ზე მეტი ეგზემპლარი.[2]
სინგლის 10-იანი ვინილის ვერსია წითელ ფერებშია.
სიმღერა პირველად ცოცხლად 1996 წლის 4 ივნისს სან-ხოსეში შესრულდა, კალიფორნია.[5] იმავე წელს შესრულდა ასევე MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიაზე. მეტალიკის Poor Touring Me ტურნეს უცვლელი შემადგენელი იყო 1996 - 1997 წლებში.[2]
მეტალიკამ სიმღერა სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებითაც შეასრულა 1999 წლის აპრილში და შეტანილი იქნა საკონცერტო ალბომში S&M.
აშშ სინგლი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Until It Sleeps“ | 4:36 |
2. | „Overkill“ | 4:08 |
საერთაშორისო სინგლი, ნაწილი 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Until It Sleeps“ | 4:33 |
2. | „2 X 4“ (საკონცერტო, Escape from the studio '95) | 6:06 |
3. | „F.O.B.D.“ (იგივე Until It Sleeps – ადრეული ვერსია) | 4:56 |
საერთაშორისო სინგლი, ნაწილი 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Until It Sleeps“ | 4:36 |
2. | „Kill/Ride Medley“ (საკონცერტო, Escape from the studio '95) | 10:19 |
3. | „Until It Sleeps“ (ჰერმან მელვილის მიქსი) | 4:20 |
იაპონური EP | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Until It Sleeps“ | 4:35 |
2. | „Until It Sleeps“ (ჰერმან მელვილის მიქსი) | 4:22 |
3. | „Kill/Ride Medley“ (საკონცერტო - Escape from the studio '95) | 10:19 |
4. | „2 X 4“ (საკონცერტო - Escape from the studio '95) | 6:08 |
5. | „Overkill“ (საკონცერტო) | 4:11 |
6. | „F.O.B.D.“ (იგივე Until It Sleeps – ადრეული ვერსია) | 4:56 |
სიმღერის მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორია სამუელ ბაიერი. გადაღებულია სხვადასხვა ადგილებში ლოს-ანჯელესის მიდამოებში 1996 წლის 6 და 7 მაისს. პრემიერა გაიმართა MTV-ზე 23 მაისს.[6] ვიდეო ეხება ადამიანის დაცემასთან დაკავშირებულ სურეალისტურ კონცეფციებს, გამოსახულს ჰიერონიმუს ბოსხის სხვადასხვა სურათებით. გარდა იმისა, რომ ძირითადი ფორმები შთაგონებულია ბოსხის ნახატებიდან, ძირითადი მოქმედი პერსონაჟები არიან მონსტრების მჭამელი ადამიანები ტკბობის ბაღიდან.[2] ვიდეოში ასახულია ასევე ადამისა და ევას დაცემა თივის გადატანიდან და იესო ქრისტე ჯვარცმის სცენა Ecce Homo-დან.
სიმღერის მუსიკალურმა ვიდეომ გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო როკ ვიდეო“ MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიაზე 1996 წელს.
ეს იყო ჯგუფის პირველი სიმღერა, რომელმაც ბილბორდის ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა, ისევე როგორც ჯგუფის პირველი და ერთადერთი სიმღერაა, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის საუკეთესო ათეულში მოხვედრა მოახერხა, დაიკავა რა მეათე პოზიცია.[7]
ჩარტი (1996) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრალია (ARIA)[8] | 1 |
ავსტრია (Ö3 Austria Top 40)[9] | 12 |
ბელგია (Ultratop 50 - ფლანდრია)[10] | 8 |
ბელგია (Ultratop 50 - ვალონია)[11] | 16 |
კანადა - RPM Top Singles[12] | |
კანადა - RPM Alternative 30[13] | |
ფინეთი (Suomen virallinen lista)[14] | 1 |
საფრანგეთი (SNEP)[15] | 10 |
გერმანია (Official German Charts)[16] | 15 |
ირლანდია (IRMA)[17] | |
იტალია (FIMI)[18] | 9 |
ნიდერლანდები (Nederlandse Top 40)[19] | 9 |
ახალი ზელანდია (Recorded Music NZ)[20] | 11 |
ნორვეგია (VG-lista)[21] | 2 |
ესპანეთი (AFYVE)[22] | 16 |
შვედეთი (Sverigetopplistan)[23] | 1 |
შვეიცარია (Schweizer Hitparade)[24] | 22 |
ბრიტანეთის სინგლები (The Official Charts Company)[25] | |
აშშ Billboard Hot 100[26] | 10 |
U.S. Billboard Modern Rock Tracks[26] | 27 |
აშშ Billboard Mainstream Rock Tracks[26] | 1 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.