From Wikipedia, the free encyclopedia
No Leaf Clover — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სინგლი და მერვე სიმღერა ალბომიდან S&M. იგი დაწერილია ჯეიმზ ჰეტფილდისა და ლარს ულრიხის მიერ.[4]
„No Leaf Clover“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — მეტალიკა | ||||
ალბომიდან S&M | ||||
B-მხარე | One (S&M ვერსია)/Enter Sandman (S&M ვერსია) | |||
გამოსვლის თარიღი |
13 მარტი, 2000 (ავსტრალიაში[1]); 20 მარტი, 2000 (ევროპაში)[2][3] | |||
ჩაიწერა | 21-22 აპრილი, 1999, ბერკლის საზოგადოებრივი თეატრი, კალიფორნია | |||
ჟანრი | მძიმე მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 5:43 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra | |||
ავტორ(ებ)ი |
ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი | |||
პროდიუსერი | მეტალიკა | |||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
აუდიომაგალითი | ||||
yes
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
No Leaf Clover −Human-თან ერთად ერთ-ერთია ალბომში წარმოდგენილი ორი ახალი სიმღერიდან, რომლებიც მეტალიკისა და სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის (დირიჟორი - მაიკლ კემენი) თანამშრომლობით შეიქმნა 1999 წელს. იგი იწყება საორკესტრო პარტიით, რომელიც ჯეიმზ ჰეტფილდის სუფთა საგიტარო პარტიით გრძელდება. სიმღერის დანარჩენ ნაწილში ერთმანეთს ენაცვლება ტაეპები და მისამღერები გიტარების თანხლებით ძლიერი დისტორშენით.
სიმღერაში გამოყენებული რიფები ჰეტფილდის მიერაა დაწერილი კონცერტამდე, მაგრამ არ შესრულებულა მანამდე. სიმღერის ჟღერადობის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის კომპოზიტორ მაიკლ კემენსაც.
ტერმინი No Leaf Clover სიტყვასიტყვით ქართულად ჟღერს როგორც „სამყურა ფოთლების გარეშე“, თუმცა ტექსტში არანაირი სამყურა მოხსენიებული არაა. ბუნებაში ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ოთხფოთლიანი სამყურა, რომელიც, გავრცელებული რწმენით, იღბლის მომტანია. საწინააღმდეგოდ ამისა, „სამყურა ფოთლების გარეშე“ უიღბლობის მეტაფორად შეიძლება, მივიჩნიოთ.[4][5][6] სავარაუდოდ ამასთან მიმართებაშია ჯეიმზის ტექსტი, სადაც ნათქვამია, რომ წარმატება და მიზნის მიღწევა შეიძლება იყოს მხოლოდ შემდეგი ეტაპი შრომისა და ცხოვრების გზის:
(ინგლისური) „Then it comes to be that the soothing light at the end of your tunnel
Was just a freight train coming your way.“ |
(ქართული) „შემდგომში ცხადი ხდება, რომ დამამშვიდებელი ნათელი შენი გვირაბის ბოლოს ყოფილა მხოლოდ მომავალი სატვირთო მატარებლის ფარები.“ |
(მეტალიკა, No Leaf Clover ) |
მეორე ვერსიის მიხედვით სიმღერა ეძღვნება ჯგუფის მეორე ბასისტის - კლიფ ბარტონის ხსოვნას. სათაური სიტყვათა გადათამაშებაა და მიღებულია სიტყვებისგან No Cliff Lover, რაც ითარგმნება როგორც „აღარ არის საყვარელი კლიფი“.
არსებობს აზრი, რომ იგი ჯარისკაცზეა, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას იღუპება. ეს თეორია ძირითადად დაფუძნებულია ტექსტში სიტყვების sir და boy გამოყენებაზე, ასევე დანარჩენ კონტექსტიდან მინიშნებებზე.[6][7]
ნებისმიერ შემთხვევაში, სიმღერაში აღწერილია იღბალის ცვლილება კარგიდან ცუდისკენ.[4][5][6][7]
სიმღერის მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორიცაა უეინ იშემი, გადაღებულია 1999 წლის აპრილში, ბერკლის საზოგადოებრივი თეატრში, კალიფორნია. მისი პრემიერა გაიმართა იმავე წლის 8 ნოემბერს.[8] მასში ასახულია ჯგუფის კონცერტი სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, მცირე ეფექტებითა და სახეცვლილებებით. კადრებში ხშირად ჩანს ორკესტრის დირიჟორი მაილ კემენიც.
სიმღერა წარმოადგენს მეტალიკის ერთადერთ სინგლს, ჩაიწერილს საკონცერტო შესრულების დროს. შესაბამისად, მისი პირველი საკონცერტო შესრულებაც ამ კონცერტზე შედგა. სან-ფრანცისკოს კონცერტის შემდეგ ჯგუფმა სიმღერაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა ორკესტრის გარეშე დასაკვრელად.[4] პირველად მსგავსი ვერსია შესრულდა 1999 წლის 28 დეკემბერს მინიტურნეს დროს მაიამიში, ფლორიდა.
ესაა ჯგუფის მეოთხე სიმღერა, რომელმაც დაიკავა პირველი ადგილი ბილბორდის ჩარტში ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები. იგი იყოფებოდა პირველ ადგილზე შვიდი კვირის განმავლობაში გადაბმულად.
ჩარტი | უმაღლესი პოზიცია[9][10][11] |
ხანგრძლივობა ჩარტში(კვირებში) |
---|---|---|
შვეიცარიის სინგლების ჩარტი | 99 | 1 |
ნიდერლანდების სინგლების ჩარტი | 41 | 6 |
შვედეთის სინგლების ჩარტი | 50 | 5 |
ნორვეგიის სინგლების ჩარტი | 9 | 4 |
ავსტრალიის სინგლების ჩარტი | 41 | 3 |
აშშ-ის ბილბორდის ცხელი ასეული | 74 | 10 |
ბილბოდის ალტერნატიული სიმღერები | 18 | 20 |
ბილბოდის ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები | 1 | 7 |
ყველა ტრეკი S&M ალბომიდანაა
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.