7 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-7 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 358 დღე (ნაკიან წელში - 359).
- 1325 : ალფონსო IV პორტუგალიის მეფე გახდა.
- 1558 : საფრანგეთმა ინგლისს კონტინენტზე ამ უკანასკნელის ბოლო სამფლობელო, კალე, წაართვა.
- 1566 : პიუს V რომის პაპი გახდა.
- 1598 : ბორის გოდუნოვმა რუსეთის სამეფო ტახტი ჩაიგდო ხელთ.
- 1610 : გალილეო გალილეიმ იუპიტერის ოთხი თანამგზავრი აღმოაჩინა.
- 1782 : პირველი ამერიკული კომერციული ბანკი გაიხსნა (Bank of North America).
- 1785 : ფრანგი ჟან-პიერ ბლანშარი და ამერიკელი ჯონ ჯეფრი საჰაერო ბურთით დოვერიდან (ინგლისი) კალეში (საფრანგეთი) გადაფრინდნენ.
- 1789 : ჯორჯ ვაშინგტონი აშშ-ს პირველ პრეზიდენტად აირჩიეს.
- 1797 : იტალიის თანამედროვე დროშა გამოიყენეს პირველად.
- 1924 : ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია დაარსდა პარიზში შვიდი დამფუძნებელი ქვეყნის - ავსტრია, ბელგია, ჩეხოსლოვაკია, საფრანგეთი, უნგრეთი, ესპანეთი და შვეიცარია - მიერ.
- 1927 : პირველი ტრანსატლანტიკური სატელეფონი კავშირი განხორციელდა ნიუ-იორკსა და ლონდონს შორის.
- 1953 : აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა წყალბადის ბომბს ფლობს.
- 1959 : აშშ-მა ცნო კუბის ახალი მთავრობა ფიდელ კასტროს მეთაურობით.
- 1979 : ვიეტნამის ჯარებმა კამბოჯაში პოლ პოტის რეჟიმი დაამხეს.
- 1989 : იაპონიის ბოლო პრინცი აკიჰიტო ახალ იმპერატორად გამოცხადდა. იაპონიაში დადგა ჰაისეის ერა.
- 1990 : პიზის დახრილი კოშკი დაიხურა საზოგადოებისთვის უსაფრთხოების ზომების გამო.
- 1999 : ბილ კლინტონის იმპიჩმენტის სამსჯარო დაიწყო.
- 2013 : 2012 წლის ფიფა-ს ოქროს ბურთი არგენტინელმა ლიონელ მესიმ მოიგო.
- 2015 : პარიზში, გაზეთ „Charlie Hebdo-ს“ ოფისზე ტერორისტული თავდასხმისას 12 ადამიანი დაიღუპა.
- 2023 : მეთხუთმეტე მცდელობაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად რესპუბლიკელი კევინ მაკ-კართი აირჩიეს.